საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს
პოლიტიკა - 17:57, 02 Nov, 2017     573
დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილი და მისი შვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილი რუსთავის სასაფლაოდან თბილისში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ეზოში ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში პატივის მისაგებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დაღუპული სამხედროების თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ჩოხოსნებმა საქართველოს სახელმწიფო დროშები ოჯახის წევრს - მარინა გზირიშვილს გადასცეს. საპატიო ყარაულმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლების ხსოვნას საგანგებო ზალპით პატივი მიაგო, სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეით ბრიგადაში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვახტანგ გზირიშვილს ცხინვალის მისადგომებთან ნაძვნარში რუსული თვითმფრინავების მიერ დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა, ნამსხვრევმა სახსარში ფეხი მოსწყვიტა და არტერია დაუზიანდა. თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, მაგრამ სისხლისგან დაიცალა.

ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში 1992 წლის დეკემბერში დაიღუპა. აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდის დახმარებით საზღვაო დესანტი ტამიშთან გადასვა, ცაფირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის გაფართოება დაიწყო. გამთენიისას ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართული ჯარის ნაწილებმა მორიგი სადესანტო დარტყმა მიიღეს, პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42