ესტონეთის პრეზიდენტი, გიორგი აბაშიშვილთან და პრეზიდენტის მრჩველებთან ერთად ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ეწვია
პოლიტიკა - 17:24, 02 Nov, 2017     1004
ესტონეთის პრეზიდენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან და პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.

კერსტი კალიულაიდი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - ციფრული ტექნოლოგიები, ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და განათლების სფეროებში ესტონეთში 1991 წლიდან დღემდე განხორციელებული რეფორმების შესახებ. ესტონეთის პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

კერსტი კალიულაიდმა ესტონური პროექტის ხელშეწყობით შექმნილი ბიზნესიდეების კაბინეტი დაათვალიერა, რომელიც უნივერსიტეტში ტალინის ბიზნესის უმაღლეს სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ფუნქციონირებს და ქუთაისელ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ესტონელი პროფესორების მიერ ჩატარებული ტრენინგები გაიარონ ბიზნესადმინისტრირებისა და ტექნოლოგიების სფეროებში.

სტუდენტებთან შეხვედრას ესტონურ დელეგაციასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ მთელი ვიზიტის პერიოდში ესტონეთის პრეზიდენტის განსაკუთრებული ყურადღების საგანი რუსული ოკუპაცია და მისი შედეგები იყო.

"დღეს ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სტუმრობდა საოკუპაციო ხაზს, სადაც საკუთარი თვალით ნახა რუსული ოკუპაციის შედეგები, ასევე სტუმრობდა წეროვანში დევნილთა დასახლებას, შეხვდა ახალგაზრდებს, დევნილებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ბუნებრივია, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო იყო მისი ლექცია ესტონეთის განვითარებასთან დაკავშირებით - ესტონურ გამოცდილებაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლითაც ესტონეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და სწორედ შეძლო ევროპულ ქვეყნად ფორმირებულიყო.

ესტონეთის პრეზიდენტმა ისურვა, რომ საქართველოც მომავალში გაატარებს ისეთ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირთან სრულფასოვან ინტეგრაციას უზრუნველყოფს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42