#91 ავტობუსში ერთ ადგილას იატაკი ჩავარდნილია, ფრთხილად იყავით!" - ჟურნალისტის ღია წერილი კალაძეს
სოც.მედია - 15:39, 02 Nov, 2017     4673

ჟურნალისტი გურამ როგავა Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ახლადარჩეულ მერს მიმართავს:

"ღია წერილი კახი კალაძეს

ბატონო, კახი, არასდროს მყოლია მანქანა და თბილისში ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადავადგილდები.

თითქმის ყოველდღიურად ვსარგებლობ მეტროთი, მაგრამ დილის და საღამოს საათებში იმდენი ხალხია, ხშირად ვაგონში შესვლას ვერ ვახერხებ და მომდევნოს ველოდები, მეტროდან ამოსულს კი ახალი ფეხსაცმელი მჭირდება.

ავტობუსების და მიკროავტობუსების უმეტესობა ამორტიზებულია, ზოგიერთი მძღოლი სიგარეტს სალონში ეწევა, უხეშად არღვევს მოძრაობის წესებს და საფრთხეს უქმნის მგზავრების სიცოცხლეს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, რატომღაც არასდროს ჯარიმდება…

თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ მინახავს და მგონია, რომ ძალიან გამაღიზიანებელია, როცა მუნიციპალური ტრანსპორტის სალონი მძღოლის გემოვნებით ფორმდება ხატებით, თუ შიშველი ქალების პოსტერებით…

გაუგებრად არის გაწერილი მოძრაობის გრაფიკი და მარშრუტი, მაგალითად ნაძალადევიდან კოსტავაზე ერთი ავტობუსით ვერ მოვხვდები, ყველა ვარიანტში მეორეში უნდა გადავჯდე, ლოდინის დრო კი არალოგიკურად ხანგრძლივია. მიკროავტობუსი ნახევარ საათში ერთხელ დადის და პიკის საათებში ყოველთვის გადატენილია.

კარგ ამინდში ველოსიპედი გამომყავს, ველობილიკების არასრებობას ავიტანდი (საავტომობილო გზაზეც შესაძლებელია გადაადგილება), მაგრამ აქაც მთავარ დაბრკოლებად მუნიციპალური ტრანსპორტი მხვდება, რომელიც შავ, მომწამვლელ გამონაბოლქვს აფრქვევს და როგორც უკვე ვთქვი, უხეშად არღვევს მოძრაობის წესებს.

მოკლედ, წლებია პრინციპულად ვამბობ უარს მანქანის შეძენაზე, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა თბილისის საცობებს მალე ერთით მეტი მძღოლი დაემატება.

არადა, პირადად ჩემთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრად დარჩენა უფრო კომფორტულია, თუკი ამ ქალაქში ნორმალური მუნიციპალური სისტემა აეწყობა.

იმედია, მხოლოდ პიარკამპანიისთვის კიარა, პრობლემის რეალურად დასანახად და შესაფასებლად მომავალშიც ხშირად ისარგებლებთ მუნიციპალური ტრანსპორტით და კაბინეტში არ ჩაიკეტებით!

მადლობა ყურადღებისთვის!

პ.ს.- #91 ავტობუსში ერთ ადგილას იატაკი ჩავარდნილია, ფრთხილად იყავით!" - წერს როგავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42