გადაწყვეტილება მიღებულია - ოპოზიცია ცესკო-ს საბოლოო ოქმებს სასამართლოში ასაჩივრებს
პოლიტიკა - 15:24, 02 Nov, 2017     1421
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს სასამართლოში გაასაჩივრებს და მათ ბათილობას მოითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამ წუთებში სარჩელზე მსჯელობენ, რის შემდეგაც დავა სასამართლოში გაიმართება.

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან რომ 21 ოქტომბრის არჩევნები ამომრჩეველთა ნებას არ გამოხატავდა.

მათი თქმით, ცესკომ შემაჯამებელი ოქმი კანონდარღვევით მიიღო, რადგან საარჩევნო კომისიებს არცერთ დონეზე არ განუხილავთ ის საჩივრები, რომლებიც ოპოზიციის მიერ იქნა დაწერილი.

მათი შეფასებით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული იყო ჯერ განეხილა ეს საჩივრები, მიეღო გადაწყვეტილებები და ამის შემდეგ გამოექვეყნებინა შემაჯამებელი ოქმი.

ლიდერთა საბჭოს ოფისში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უკვე მივიდნენ, სარჩელს ხელს "პატრიოტთა ალიანსის" წევრებიც მოაწერენ. სარჩელზე სავარაუდოდ "ევროპული საქართველოს" ხელმოწერაც იქნება.

„მმართველი პარტია ჩრდილოეთ კორეაშიც მიიჩნევს, რომ შესანიშნავი არჩევნები ტარდება, მაგრამ გერმანია და საფრანგეთი იმისგან განსხვავდება უზბეკეთისგან, საქართველოსგან და ჩრდილო კორეისგან, რომ ის ოპოზიციური პარტიებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნები სამართლიანად ტარდება. ჩვენი ამოცანაა, რომ მთავარი გზავნილი საერთაშორისო ორგანიზაციებამდე მივიტანოთ, რომ საქართველო არის ევროპის კონტინენტზე სამი ქვეყნიდან ერთ-ერთი, სადაც ყველა არჩევნებში ერთი და გივე მმართველი პარტია იგებს,“- განაცხადა ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.

„საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარადავას შეფასებით, საქართველოსთვის უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც, თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის საპარლამენტო და არასაპარლამენტო, თანხმდება, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ერთობლივად გაასაჩივრებს.

"ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები თანხმდებიან, რომ ერთობლივად გაასაჩივრებენ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და იმ დასკვნას რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. ფაქტია და ყველა შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ ეს არჩევნები ტოტალური გაყალბების ფონზე ჩატრდა"- თქვა ქარდავამ.

გიორგი ახვლედიანი თქმით, არჩევნების გამყალბებები უნდა დაისაჯონ.

„მიზანი, უპირველეს ყოვლისა არის, რომ გაყალბებულ არჩევნებს სამართლებრივადაც დაერქვას გაყალბებული არჩევნები, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გაიგონ, რომ ხმების მოპარვა, ქურდობა კრიმიანლია და ეს დასჯადი უნად იყოს, ამიტომაც როცა მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი, ქომი და გადაღებული მასალა არსებობს, არ შეიძლება ადამიანებს თვალებში ნაცარი შევაყაროთ და ვუთხრათ, რომ კი, ყველაფერი ეს არსებობს, თუმცა არჩვნები მაინც არ გაყალბდა, რადგან ასე უნდა ბიოძინა ივანიშვილს“- განაცხადა ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42