საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში წევრიანდება
პოლიტიკა - 14:58, 02 Nov, 2017     916
საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) წევრიანდება. საერთაშორისო აღმასრულებელმა საბჭომ (IEC), როგორც ICID-ის გადაწყვეტილების მიმღებმა უმაღლესმა ორგანომ, საქართველოს განაცხადი დაადასტურა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურა 2018 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება.

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის 23-ე კონგრესზე „საქართველოს მელიორაციამ“, როგორც წევრობის კანდიდატმა, დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მელიორაციის დარგში მიღწევებისა და გამოწვევბის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ICID კონგრესში გაწევრიანებით საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება ICID- ის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს, ექსპერტებს, კვლევით ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფერმერებს. სხვადასხვა ქვეყანას ირიგაციისა და დრენაჟის განვითარებისა და მართვის განსხვავებული ინსტიტუციური და საორგანიზაციო გამოცდილება გააჩნია. აქედან გამომდინარე, ICID-ის სხვადასხვა კონგრესში, სემინარში და სამუშაო ჯგუფში მონაწილეობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ირიგაციისა და დრენაჟის საორგანიზაციო საკითხების გლობალურ პერსპექტივებს გაეცნოს.

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID - International Commission on Irrigation & Drainage) 1951 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ორგანიზებას უწევს ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კონგრესის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩატარებას. ამჟამად, ICID აერთიანებს 76 წევრ ქვეყანას აფრიკის, ამერიკის, აზიის, ოკეანეთისა და ევროპის მასშტაბით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სარწყავი ტერიტორიების 95%-ს.

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID) არის წამყვანი სამეცნიერო, ტექნიკური, საერთაშორისო არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, დაკომპლექტებული მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებით ირიგაციის, დრენაჟისა და წყალდიდობის მართვის საკითხებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42