საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურმა დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი ავრცელებს.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი რადას შენობასთან საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებას აანონსებს:
„თუკი ხელისუფლება 7 ნოემბერს ჩვენს პირობებს არ შეასრულებს, ჩვენ უფრო მკაცრი მოთხოვნები უნდა წავუყენოთ - ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური კლასის შეცვლა. მაგრამ ვინ უნდა შეცვალოს ისინი? ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მოედანზე, კარვებში დავიწყოთ “პოლიტიკური სპარტელების“ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. აქ ახალ ადამიანებს ველოდებით, რომლებიც მომავალში უკრაინის ახალ ხელისუფლებას ჩამოაყალიბებენ. ეს ადამიანები არსებული ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ მოვლენ აქ ფულისა და პირადი გამორჩენის გამო. მათი მიზანი უკრაინაში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, თამაშის წესების შეცვლა იქნება. ისინი შექმნიან ახალ პოლიტიკურ კლასს და ისტორიაში შევლენ,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






