"გასაჩივრდება ყველა ოქმი, ასევე შეჯამებული ოქმი, ასევე საოლქოს გადაწყვეტილებები. ვინაიდან პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო მანიპულაციის შედეგად ჩატარებული არჩევნები, რომელსაც დემოკრატიულ პროცესთან საერთო არაფერი აქვს, ის არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნება-სურვილს"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით კი პარტიის წარმომადგენლებმა უამრავი დარღვევის შესახებ დაწერეს საჩივარი.
"ოპოზიციური პარტიების შეკრებაში ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას და იქ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით როგორ და რას გავაკეთებთ"- აღნიშნა თარხნიშვილმა.
ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ დააფიქსიროს რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
"იქნება ეს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, თითქმის ყველასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ერთობლივად მოხდეს იმ საბოლოო შედეგების გასაჩივრება. ამით კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი: რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტოტალური გაყალბების ფონზე ჩატარდა"- თქვა "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






