„დაუჯერებელია, რომ ე.წ. უდოს კომისიამ, რომელიც ივანიშვილის გავლენის ქვეშაა, მერაბიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს“ - ნუგზარ წიკლაური
სოც.მედია - 18:07, 01 Nov, 2017     2953

რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.

აღნიშნულს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

“ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია.

მისი უკანონო პატიმრობის ხუთი წლის თავზე ამ ჭეშმარიტებაში დარწმუნდნენ საქართველოს მოქალაქეებიც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

ახლა ვრცელდება ცნობა ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, რაც უდაოდ ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობის მხრიდან.

ამასთან, დაუჯერებელია, რომ ე.წ. უდოს კომისიამ, რომელიც მთლიანად ოლიგარქის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშაა და მის პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს, მიიღოს გათავისუფლების გადაწყვეტილება.

პოლიტიკური დევნა აუცილებლად დასრულდება და მის შემოქმედ ივანიშვილს აუცილებლად მოეთხოვება პასუხი.

მანამდე კი, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს.

მათი ბრძოლა თავისუფლების დღესთან გვაახლოებს”, - წერს ნუგზარ წიკლაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42