გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სკოლის მანდატურს მათემატიკის მასწავლებლის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართა, რაზეც მოგვიანებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
პედაგოგები და სკოლის დირექტორი ამ ფაქტს გამორიცხავენ და ამბავს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტს უკავშირებენ.
სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლემ სკოლის ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა, რომლის თანახმადაც მოსწავლე ჩიოდა, რომ მათემატიკის მასწავლებელი მას საფასურის სანაცვლოდ ამეცადინებდა. დირექტორის თქმით, მოსწავლეს სექსუალურ შევიწროებაზე ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მათემატიკის მასწავლებელი 70 წლამდე ასაკის კაცია, ხოლო მოსწავლე სკოლაში ახალი გადასულია.
მასალის გამოყენების პირობები






