თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა
პოლიტიკა - 17:28, 01 Nov, 2017     1223
საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების დახურვაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვიდნენ.

ფორუმის პირველ ნაწილში საინვესტიციო გარემოს შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა. ესტონური ბიზნესდელეგაციისთვის პრეზენტაცია ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩაატარა. ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალი კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კადრი სიმსონმა გააცნო.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, ბოლო პერიოდში გაიზარდა ესტონეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე იზრდება ტურისტული ნაკადი და ეს ფორუმიც იმის დასტურია, რომ არის საკმაოდ მაღალი აქტივობა ესტონური კომპანიების მხრიდან.

ესტონეთის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, არქიტექტურა, თავდაცვა, ენერგეტიკა, იურიდიული კომპანიები და ტელევიზია/გასართობი გადაცემები.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა. დაგეგმილია ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს გაესაუბრონ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ. ესტონეთის ბიზნესდელეგაცია 29 წევრისგან შედგება, რომლებიც მსხვილ ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.

2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 6%-ით და განისაზღვრა 7,29 მლნ. აშშ დოლარით.

2016 წლის მონაცემებით, ესტონეთიდან საქართველოში შემოვიდა 18,66 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 52%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

იზრდება ტურისტების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ესტონელი ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42