„ვიღაცამ მაჟორიტარულ არჩევნებში გაიყვანა 6, 7, დეპუტატი, მიგვაჩნია, რომ ეს წარმომადგენლობაც ისეთივე ლეგიტიმურია და იმ უფლებებით და კომპეტენციით უნდა სარგებლობდეს, რა უფლებებით და კომპეტენციითაც სარგებლობს პროპორციული წესით 3% გადალახული. მით უმეტეს, რომ იმ 3% გადალახულს შეიძლება არც ჰყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში. ჩვენს პარტიას ეს არ ეხება, ჩვენ არ მივიღებთ არავითარ დაფინანსებას, ამიტომ თუ რაიმე კორუფციაზეალაპარაკი მოიკითხონ. მე პიროვნულად წინააღმდეგი ვარ სახელმწიფო დაფინანსების, მაგრამ რადგან ასეთ წესები არსებობს, მიმაჩნია, რომ ორივე წესით არჩეული დეპუტატები უნდა იყვნენ თანაბარ პირობებში,“-განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველების” თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის თქმით, ინიციატივის მიხედვით დაფინანსებას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებიც მიიღებენ.
„შესაძლოა პარტიამ 5-6 კაცი გაიყვანოს მაჟორიტარული წესით და მას დაფინანსება არ ეძლევა. მე ასე მგონია ეს უსამართლობაა. რაკიღა თანაბარია ჯერჯერობით ორივე სისტემა, პროპორციული და მაჟორიტარული, ჩემის აზრით, გაცილებით სამართლიანია და დისკრიმინაცია გამორიცხული იქნება თუკი ორივე სისტემით გაყვანილი დეპუტატებით მიეცემა პარტიას დაფინანსება,“-აცხადებს სიმონ ნოზაძე.
მასალის გამოყენების პირობები






