ახალი სქემით, ქართული ოცნება შეძლებს გაიყვანოს თითო ადამიანი, შეუქმნას მას ფრაქცია და პარლამენტში შექმნას მრავალპარტიული გარემოს იმიტაცია - კეკენაძე
პოლიტიკა - 15:05, 01 Nov, 2017     1751
"ქართულ ოცნებას უკვე დიდ ხანია სახელმწიფო ბიუჯეტი პირადი ფონდი ჰქონია"- ამის შესახებ "ნიუპოსტთან" "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში შესულ ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტიამ შესაძლოა სახელმწიფო დაფინანსება მაშინაც მიიღოს, თუკი ის 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.

"ის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც არჩევნებში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, შესაძლოა კვალიფიციური სუბიექტი გახდეს და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება არის ოცნების მხრიდან ერთ ადამიანზე კანონის მორგების მცდელობა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვა. ეს თემა, ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო, როდესაც ბატონ ნოზაძეს კანონის დარღვევით შეუქმნეს ფრაქცია, რადგან მრეწველების პარტიას 3% ბარიერი არ ჰქონდა გადალახული.

ახლა, როდესაც ამ პარტიას შეუწყდა საბიუჯეტო დაფინანსება, რადგან პარტიამ კიდევ ერთხელ ვერ მოიპვა 3% მხარდაჭერა, ,,ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა უკვე კანონი მოარგოს მისი ინტერესების გამტარებელ პარტიას.

თუ ეს ცვლილება შევიდა, რა თქმა უნდა ეს უკვე შემდგომში დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან სავაჭროდ.

ამ ახალი სქემით, ქართული ოცნება შეძლებს გაიყვანოს თითო ადამიანი, შეუქმნას მას ფრაქცია და პარლამენტში შექმნას მრავალპარტიული გარემოს იმიტაცია.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ,,ქართულ ოცნებას“ უკვე დიდი ხანია სახელმწიფო ბიუჯეტი საკუთარი პირადი ფონდი ჰგონია და აგრძელებს მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას"- აცხადებს კეკენაძე.

პარლამენტს დეპუტატების სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვითპარტია, რომელიც არჩევნებში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, შესაძლოა კვალიფიციური სუბიექტი გახდეს და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. ინიციატივის თანახმად, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი პარტიის წარმომადგენელი მოხვდება პარლამენტში და ფრაქციის ფორმირებას შეძლებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42