აღსრულების ხარისხის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და პირველ ათეულშია
პოლიტიკა - 14:45, 01 Nov, 2017     1102
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2018”-ის მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების ხარისხის მიხედვით მე-16 ადგილიდან მე-7 ადგილზე დაწინაურდა.

ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. აღსრულების რეიტინგის მაჩვენებლის დაწინაურება კი მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სააღსრულებო სისტემის გამართულობაზე. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების დროული, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციაა. უწყების მიერ ბოლო წლების განმავლობაში სისტემის სწორად ფუნქციონირებამ განაპირობა ამჟამინდელი წარმატება.

Doing Business 2018 ანგარიშის მიხედვით, დაწინაურდა გადახდისუუნარობის პროცესის მართვის მაჩვენებელიც. მსოფლიო მასშტაბით, საქართველომ გადახდისუუნარობის კომპონენტში 106-ე ადგილიდან 57-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

მაჩვენებლის გაუმჯობესების საფუძველს საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილები წარმოადგენს. განხორციელებული რეფორმების შედეგად გამარტივდა კრედიტორისა და მოვალისთვის გადახდისუუნარობის პროცესი, მოვალისთვის გაიზარდა რეაბილიტაციის შესაძლებლობა, გადახდისუუნარობის სერვისის ხელმისაწვდომობა, პროცესში კი მხარეთა ჩართულობა და ინფორმირებულობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42