"ეს არის ძალიან საშიში კანონი და ნიშნავს, რომ პარტიები მოსყიდულები იქნებიან ბიუჯეტის ფულით"- რომან გოცირიძე ნოზაძე-შორჟოლიანის კანონპროექტზე
პოლიტიკა - 14:15, 01 Nov, 2017     1492
"ნაციონალური მოძრაობაში" პარლამენტს დეპუტატების სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას საშიშ კანონს უწოდებენ და მის მხარდაჭერას არ აპირებენ.

საქმე ეხება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც არჩევნებში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, შესაძლოა კვალიფიციური სუბიექტი გახდეს და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. ინიციატივის თანახმად, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი პარტიის წარმომადგენელი მოხვდება პარლამენტში და ფრაქციის ფორმირებას შეძლებს.

როგორც "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას რომან გოცირიძემ განუცხადა, საქმე გვაქვს პოლიტიკოსების მოსყიდვის მცდელობასთან.

"ეს არის ძალიან საშიში კანონი. ეს ნიშნავს იმას რომ პარტიები მოსყიდულები იქნან ბიუჯეტის ფულით. ძალიან ნათელი მაგალითია, როცა მრეწველებმა ერთი მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანეს, ახალი კანონის მიხედვით კი არის მოთხოვნა, რომ მან უნდა შექმნას ფრაქცია. ანუ უმრავლესობამ ასესხა 5 კაცი, შეიქმნა ფრაქცია, მოხდა მისი ინტგრირება უმრავლესობაში და გარდა ამისა უნდათ ბიუჯეტის ფულით დააფინანსონ ეს პარტია. თუ შემთხვევით ერთიან ორი მაჟორიტარი შევა, პარლამენტში გასულ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია წაუმატოს ფრაქციის შესაქმნელად საჭირო ადამიანების რაოდენობა და ამით მიისაკუთროს ეს პარტია. რეალურად საბიუჯეტო სახსრების მიღების სურვილით პარტიის მოსყიდვა პრივატიზება ხდება"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო დაფინანსებას ის პოლიტიკური პარტია იღებს ვინც არჩევნებზე 3%-იანი ზღვარი გადალახა აბსოლუტურად სწორია.

"ეს ლოგიკურია და ნიშნავს, რომ არსებობს პარტია, რომელსაც სერიოზული საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. ახალი ინიციატივით, კი შემთხვევით მოხვედრილი მაჟორიტარი, რომელსაც უმრავლესობა მოისყიდის ასეულობით ათას ლარს მიიღებს სახელმწიფოს ბიუჯეტისგან. ჩვენ შეგვეძლო იმ შემთხვევაში დაგვეჭირა მხარი ამ ინიციატივისთვის, თუკი პარტია არჩევნებში 6 კაცს გაიყვანდა"- აღნიშნა ენმ-ს ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42