„მინდა შევახსენო რომ ეს არ არის საკონსტიტუციო კომისია, შეცდომას უშვებენ. ეს არის საორგანიზაციო კომისია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზებას გაუკეთებს საყოველთაო სახალხო განხილვებს. აქაც ფორმალური იქნება პრაქტიკულად იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი არის დასრულებული და ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ოთხი საკითხის გაფორმება, მიღება ახალი ინიცირების ფარგლებში, რომელზეც შედგა შეთანხმება საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიას შორის,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქვეყნის მთავარ კანონში 4 პუნქტი იცვლება. მმართველი პარტია 2024 წლიდან ე.წ. ბონუსების სისტემას აუქმებს. 2020 წელს ერთჯერადად პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა ექნებათ. ორი ცვლილება კი ტექნიკური იქნება, რაც აღმსარებლობის თავისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხებს დაარეგულირებს. „ქართული ოცნება“ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ახალ კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცედურებს თავიდან გაივლის. შეიქმნება ახალი კომისია. განხილვები მთავარი ოპოზიციური ძალების გარეშე ჩაივლის. მათ კომისიის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






