შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი, სექტორული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციასა და სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობითა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოთი დაინტერესდა.
აღინიშნა, რომ საქართველოს უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია და მისი ათვისება და გამოყენება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






