მინისტრის სოლიდარობა კაშიას - „ადამიანები, რომლებიც საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ამკვიდრებენ, გაუგებარი ადამიანების შეტევის მსხვერპლი გახდნენ“
პოლიტიკა - 11:26, 01 Nov, 2017     1979

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ფეხბურთელ გურამ კაშიას გარშემო ატეხილ სკანდალს და „ქართული მარშის“ აქციას ფეისბუკზე ეხმაურება:

მსურს სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქართველ ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას.

ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანები, რომელთაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ამკვიდრებენ მსოფლიოში საკუთარი დაუღალავი შრომით, გახდნენ მსხვერპლი გაუგებარი ადამიანებისა და ჯგუფების შეტევის.

მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანი პასუხი.

ვერავინ ვნახე დღეს აქციაზე მისული ისეთი, ვისაც იმის მეათედი სიკეთე მაინც ჰქონდეს მოტანილი ქვეყნისთვის, რასაც მათ მიერ შეურაცხყოფილი ადამიანები აკეთებენ.“- წერს მიხეილ ჯანელიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია თანასწორობის კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა, თუმცა ამის შემდეგ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილე ფეხბურთელი საკუთარ სამშობლოში გარკვეული ადამიანების მხრიდან თავად გახდა სიტყვიერი ძალადობის ადრესატი. ე.წ „ქართული მარშის“ წევრები კაშიას ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში და ლგბტ პროპაგანდაში ადანაშუალებენ და მის „ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთას“ ითხოვენ, ამ მოთხოვნით მათ გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაც გამართეს, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა, რის შედეგადაც აქციის 6 მონაწილე დააკავეს.

კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოების უმრავლესობამ, მათ შორის როგორც ვეტერანმა ასევე მოქმედმა ფეხბურთელებმაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42