ძველი უბნებიდან თბილისელებს გასახლებას უპირებენ(?)
პოლიტიკა - 10:30, 01 Nov, 2017     13802

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორ კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ თავი არ შეუწუხებია თავის მიერ მომზადებული პროექტის არათუ მოსახლეობასთან შესათანხმებლად, პროექტის მათთვის გასაცნობადაც კი (არადა – ერთიცა და მეორეც კანონის პირდაპირი მოთხოვნაა), თუმცა ახლახან კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ ტელევიზიით (ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში) ისაუბრა გენგეგმის შესახებ და საზოგადოებას აცნობა, რომ, ფაქტობრივად, დაასრულეს მუშაობა პროექტზე ქართველ, გერმანელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად (აქვე შეგახსენებთ, რომ კარგა ხნის წინათ უნდა დაესრულებინათ და იმდენადაც კი გადააცილეს ვადებს, რომ, შემკვეთ თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, უკვე უნდა დაჯარიმებულიყვნენ კიდეც, ოღონდ შემკვეთს ისინი, რატომღაც, არ დაუჯარიმებია).

მართალია, პროექტზე მუშაობა დაასრულეს (როგორც თავად ამბობენ), მაგრამ დედაქალაქის მერიამ აზიის განვითარების ბანკს მიმართა პროექტის ექსპერიზისთვის (აბა, ადგილობრივი სპეციალისტების აზრი ყურად არავინ იღო), საერთაშორისო ექსპერტმა კი გენგემაში უამრავი ხარვეზი აღმოაჩინა და რეკომენდაციებიც გასცა.

მთავარი მაინც ისაა, რომ, საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნით, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებული პროექტი არც მიწათსარგებლობის გეგმაა და არც გენერალური გეგმა (ანუ შეიძლება, ითქვას, რომ საერთაშორისო ექსპერტმა, ამ ჩვენი „სითი ინსტიტუტ საქართველოსა“ და მისი უცხოელი პარტნიორების მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, ფაქტობრივად, მიწა მიაყარა).

მაგრამ, რაკი ყველას აქვს თავისი სიმართლე (და სიმართლესაც რომ თავი დავანებოთ, თავის მართლების უფლება მაინც), მოვუსმინოთ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენდირექტორს.

ამირან სალუქვაძე გვარწმუნებს, რომ მათ მიერ უკვე დასრულებული პროექტის პრიორიტეტია ქალაქის კომპაქტურობა, რომ თბილისის განაშენიანებულ ნაწილში ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ტერიტორიები; რათა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და ტყეებში არანაირი სამშენებლო სამუშაოები აღარ განხორციელდეს და, რაც მთავარია, ამტკიცებს, რომ ამ დასკვნებამდე კვლევების შედეგად მივიდნენ. რეალურად კი (ეს გენგეგმის პროექტშიცაა აღნიშნული და საერთშორისო ექსპერტიზაც ამაზე აკეთებს აქცენტსთბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა არანაირ კვლევას არ დაყრდნობია და მხოლოდ „იდეების ყუთია“. სწორედ ასეთი თიკუნი შეურჩია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ნამუშევარს საერთაშორისო ექსპერტმა).

კითხვაზე, თუ თბილისის რომელ რაიონებში გულისხმობს გენგეგმა ურბანულ გამოცოცხლებას, ამირან სალუქვაძე პერიფერიულ უბნებზე აკეთებს აქცენტს, რომლებშიც, მისი თქმით, ყველაფერი ჩამკვდარია და ადამიანები მომსახურებების მისაღებად ქალაქის ცენტრს აკითხავენ, რადგან „ადგილებზე ყველაზე მარტივ სერვისებსაც კი ვერ იღებენ“. რთული სათქმელია, რა ტიპის სერვისებს გულისხმობს ბ-ნი სალუქვაძე (არ დაუკონკრეტებია) ან თბილისის რომელ რაიონებს (შესაძლოა, იმ ათეულ სოფელს, რომლებიც თბილისს რამდენიმე წლის წინათ შემოუერთდა), რადგან საკუთრივ თბილისის ყველა რაიონშია შესაძლებელი ნებისმიერი სერვისის მიღება, რადგან, მაგალითად, იუსტიციის სახლისა და პარლამენტ-სამინისტროების დანაწევრება უბრალოდ შეუძლებელია თბილისის ყველა რაიონში, ისევე, როგორც ოპერისა და ბალეტის თეატრის.

თუმცა მაინც გვპირდება, რომ გენგეგმა უზრუნველყოფს თბილისის პერიფერიებს სავაჭრო ობიექტებითა და სარეკრეაციო ზონებით და მერე რა, რომ სარეკრეაციო ზონები, სწორედაც რომ, ძირითადად, თბილისის პერიფერიებშია შემორჩენილი (იმიტომ რომ სამშენებლო კომპანიებისთვის კომერციულად მომგებიანი დედაქალაქის ცენტრია, სადაც გოჯიც კი არ დატოვეს აუთვისებელი), ისევე, როგორც დიდი სავაჭრო ცენტრები. ამის მიუხედავადაც, ბ-ნი სალუქვაძე აცხადებს, რომ ქალაქის პერიფერიებში, დაახლოებით, 40-50 ჰექტარი ტერიტორიაა აქვთ გამოყოფილი გასაცოცხლებლად.

რაც მთავარია, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რეკრეაციაზე – გამწვანებული ტერიტორიები უნდა შეემატოს ქალაქსო. ოღონდ ისაა, რომ მის მიერ მომზადებული გენგემის შინაარსს ეს დაპირება არ შეესაბამება,პირიქითაც: გენგეგმა, რეკრეაციის მხრივ, ახალს არაფერს სთავაზობს დედაქალაქს (სარეკრეაციო ზონებს უბრალოდ სახელი შუცვალეს და სარეკრეაციო–ლანდშაფტური ზინები დაარქვეს). აქვე მოვიტან ამონარიდს მამუკა სალუქვაძის ინტერვიუდან: „ძალიან ბევრი საპარკო ზონა შექმნება ქალაქის სხვადასხვა ადგილას, რომ მეტნაკლებად თანაბრად იყოს გადანაწილებული.“ ახლა კი საერთაშორისო ექსპერტის შეფასებას გავეცნოთ გენგეგმაში სარეკრეაციო ზონების შესახებ: გენგეგმით, მწვანე სივრცეების რაოდენობის ზრდა ძირითადად განპირობებულია რეკრეაციული ზონების კატეგორიიდან ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონებზე გადასვლით. ფაქტობრივად, შემოთავაზებულია სულ რამდენიმე ახალი მწვანე არეალი, შესაბამისად, მიწათსარგებლობის გენგეგმა არ გვთავაზობს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.“ არადა მამუკა სალუწვაძე ამტკიცებს, რომ, გენგეგმით დედაქალაქის მოსახლეობის ერთ სულზე 11 კვადრატული მწვანე ნარგაობაა გათვალისწინებული (ამჟამად ეს მონაცემია 3 კვადრატული მეტრი მოსახლეობის ერთ სულზე).

მახინჯი ურბანული დაგეგმარების ნიმუშა„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენდირექტორმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დაასახელს, სადაც ნამდვილად წამლადაც კი არ მოიპოვება მწვანე ნარგავი, თუმცა ის კი აღარ უხსენებია, რომ იმ ტერიტორიის ნაწილი გენგეგმაზე მომუშავე მისივე პარტნიორის მიერაა დაგეგმარებული.

იქ უკვე არსებული პრობლემის გადაჭრის გზა კი მერიისკენ გადაამისამართა და რჩევაც მიაყოლა: განაშენიანების რეგულირების გეგმებია შესამუშავებელი და მერიამ უნდა გამონახოს ადგილები, სადაც გამწვანებაც იქნება შესაძლებელი და საბავშვო მოედნების მოყობაცო. თუმცა, მაგალითად, სპორტის სასახლის მიმდებარედ რეკრეაციისა და საბავშვო მოედნებისთვის ადგილის გამონახვას მხოლოდ დევიდ კოფერფილდის უნარის მქონე თუ შეძლებს.

სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა ყურადღება სატრანსპოტო პოლიტიკაზეც გაამახვილა და დაგვამშვიდა, რომ სამ დიდ სატრანსპორტო დერეფანს გვთავაზობს, ზედაც ხუთ-ხუთ სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდსაც მდინარე მტკვარზე, ასევე, მცხეთა-თბილისი-რუსთავი-გარდაბნის შემაერთებელ მაგისტრალს (ჯერჯერობმსგავის არაფერი წერია გენგეგმაში) და ქალაქის ორი შემოსასვლელის დამაკავშირებელი მაგისტრალის შეგვახარბა, რომელიც გენგეგმაში საკრინიგზო ხაზის ნაცვლადაა შემოთავაზებული.

თვალშისაცემი იყო, რომ თავის სატელევიზიო გამოსვლაში ბ-ნ სალუქვაძეს რკინიგზის გადატანა აღარ უხსენებია, შესაძლოა, ყურად იღეს საერთშორისო ექსპერტიზის ვერდიქტი, რომ რკინიგზის გადატანა ქალაქის ცენტრიდან არის დაუშვებელი და ის ძველი გზა, ომელზეც ევროპის ყველა დიდმა ქალაქმა თქვა უარი.

მამუკა სალუქვაძის მტკიცებით, კახეთის გზატკეცილის დიდუბის მეტროსთან დაკავშირება ხელს შეუწყობს განივი კავშირების შექმნას (რომელიც გადატანილი რკინიგზის ადგილას უნდა აიგოს) და, მართლაც, განივი კავშირები ძალიან სჭირდება დედაქალაქს, ოღონდ, საერთშორისო ექპერტის დაკვნით, იმ მაგისტრალის აგება, ომელსაც ბ-ნი სალუქვაძე გვაწონებს, დაუშვებელია, რადგან კიდევ უფრო გაზრდის საავტომობილო ნაკადებს და გაართლებს გადაადგილებას „საცობებით“ ისედაც გაუვალ თბილსში.

მთავარი ფოკუსი კი მაინც ის არის, რომ მამუკა სალუქვაძის განმარტებით, გენგეგმის ფუნქცია არ არის დედაქალაქში „საცობების“ განტვირთვა, რადგან ამ პრობლემის გადასაჭრელად, თურმე, კვლევების ჩატარებაა აუცილებელი, რომ დაითვალოს ავტომანქანების რაოდენობა, საავტომობილო ნაკადების მიმართულება, რათა მათთვის ოპტიმალური მარშრუტები გამოინახოს.

მეორმხრივ,თავისსავე ნათქვამს ეწნააღმდეგება: თუ საავტომობილო ნაკადები არ დაუთვლიათ და ქუების გამტარინობა არ გაუზომავთ, მაშინ რის საფძველზე გვთავაზობენ საფეხმავლო თუ სატრანსპორტო ხიდებსა და ავტომაგისტრალებს?!

იმას გარდა, რომ რა საჭიროა გენგეგმა, თუ ის დედაქალაქში მობილობის პრობლემას ვერ გადაჭრის?!

„საცობების“ მთავარ მომგვარებლად კი თბილისის მერიას ასახელებს და იქვე ურჩევს, დაითვალონ სატრანსპორტო ნაკადები, უწონებს, რმ უკვე შეიმუშავეს სატრანსპორტო სტრატეგია, მაგრამ არასაკმარისად მიიჩნევს და მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

მეორე მხრივ, მართალია, აცხადებს, რომ „საცობების“ განმუხტვა გენგეგმის პრობლემა არ არის და არც ავტომობილების რაოდენობა დაუთვლიათ და არც საავტომობილო ნაკადების, მაგრამ, სამაგიეროდ, გენგეგმა დამატებითი ავტოსადგომების (მიწისზედა და მიწისქვესას ჩათვლით) აუცილებლობაზე ლაპარაკობს, რაც ბადებს კითხვას: როდესაც არაფერი დაუთვლიათ, საიდან დაადგინეს, რომ დამატებითი ავტოსადგომებია საჭირო?!

გენგეგმის მოქმედების ვადა 2030 წლამდეა, ოღონდ თავად ბ–ნი სალუქვაძეც აღიარებს (სავსებით სამართლიანადაც), რომ, რაკი ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, შესაძლოა, ცვლილებებიც, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ გენგეგმის მიერ დადგენილ ძირითად მიმართულებებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქი, ცვლილებები არ უნდა შეეხოს და არც იმას გვიმალავს, რომ გენგეგმის შემდეგ უამრავი დოკუმენტია შესაქმნელი. თუმცა აი, იმას კი აღარ გვიმხელს, რომ მის მიერ შემუშავებული გენგეგმის განხორციელება შეუძლებელია (და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში უამრავი ხარვეზია). საერთშორისო ექსპერტის დასკვნას მოვიშველიებ: „გენგეგმის გამხორციელების დეტალები თითქმის არ არსებობს.“

და ბოლოს, ბატონი სალუქვაძე გვარწმუნებს, რომ უცხოელი პარტნიორები ძირითადად იმის გამო მოიწვიეს, რომ მათი გამოცდილება გაეზიარებინათ და თბილისი თანამედროვე ევროპული ქალაქების მსგავსად განევითარებინათ. საერთაშორისო ექსპერტის სამწუხარო დასკვნით კი: „დოკუმენტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძლება ჩაითვალოს, რომ არ არის თანხვედრაში იუნესკოსა თუ გაეროს ჰაბიტატის სახელმძღვანელო პრინციპებთან.”

აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ იმის იმედად იყო, რომ მათ მიერ მომზადებულ მიწათსარგებლობის გენგეგმას არავინ წაიკითხავდა, თვით საკრებულოს წევრებიც კი, რომლებმაც ის უნდა დაამტკიცონ.

თუმცა მამუკა სალუქვაძეს თავის სატელევიზიო გამოსვლაში არ უსაუბრია მთავარზე: თუ როგორ უპირებს მისი კომპანიის მიერ მომზადებული მიწათსარგებლობის გენგეგმა თბილისის ისტორიუნაწილიდან მოსახლეობგასახლებას და მათ ნაცვლად შეძლებულების ჩასახლებას, ანუ თანამდეროვმსოფლიოს მიერ უაროფიურანული ფაშიზმის თბილისელების ტყავზე განხორციელებას.

მიხეილ ბოლქვაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42