ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. დღევანდელ სხდომაზე ასევე კომისია იმ ქალაქებში არჩევნების მეორე ტურსაც დანიშნავს, სადაც გამარჯვებული კანდიდატი პირველ ტურში ვერ გამოვლინდა.
ცესკოში სხდომა 16:00 საათზე დაინიშნა.
"1. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება
2. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება
3. განკარგულება
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის მეორე ტურის დანიშვნის შესახებ
4. დადგენილება
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
5. დადგენილება
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
6. დადგენილება
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
7. სხვადასხვა"- ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






