ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გაიმართა
პოლიტიკა - 21:52, 31 Oct, 2017     1041
ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას სახელით პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა.

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ესტონელ და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.

"ქართველ და ესტონელ ხალხს თანამშრომლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ.

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, ესტონელები საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში დასახლდნენ. ასე შეიქმნა სოფელი “ესტონკა”, სადაც ჩვენი ხალხები ერთად ცხოვრობდნენ და რომელიც ერთ-ერთ ულამაზეს სოფლად ითვლებოდა აფხაზეთში.

სამწუხაროდ, დღეს ეს დასახლება, ისევე როგორც დანარჩენი აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

სამშობლოსათვის თავგანწირვა კარგადაა ნაცნობი ჩვენი ხალხებისათვის. ისტორიის მანძილზე ჩვენ მუდმივად გვიწევს ბრძოლა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.

ჩვენ ურთულესი გზა განვვლეთ და დღეს ურთიერთთანადგომით ვაძლიერებთ ერთმანეთს.

კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც ზუსტად ასახავდა ჩვენი ხალხების სოლიდარობასა და ღირებულებით თანხვედრას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ქვეყნის მტკიცე თანადგომისა და პირადად თქვენს მიერ გაჟღერებული არაერთი მხარდამჭერი განცხადებისათვის.

ამავდროულად, მსურს კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ ჩვენს თანადგომაში თქვენი მშვენიერი ქვეყნისა და ხალხისადმი”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა ხალხებს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს

ქვეყნებს შორის მტკიცე ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

"რამდენიმე დღის წინ ზაზა ურუშაძისა და ივო ფელტის ფილმის „აღსარება“ პრემიერას დავესწარი. ეს ფილმი, ისევე როგორც მისი წინა ნამუშევარი „მანდარინები“ და ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ჩვენი ხალხების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.

ერთობლივი მუშაობა იმ შემთხვევაშია წარმატებული, თუ ის დაფუძნებულია ღია კომუნიკაციასა და ურთიერთგაგებაზე. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფებმა შესანიშნავი სამუშაო ჩაატარეს, რაც წარმოადგენს ჩვენი აზროვნების თანხვედრის ასახვას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი ბრწყინვალე და უაღრესად ღირებული ნამუშევრის შექმნა.

ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ამასთანავე შეგვწევს უნარი მოვუსმინოთ ერთმანეთს. ამგვარად, დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სულიერი სიახლოვე მით უფრო მჭიდროა ვიდრე წარმოვიდგენდით”, - განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42