„საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 18:52, 31 Oct, 2017     634

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა, კერსტი კალიულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერისათვის.

"ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან სერიოზული მხარდამჭერია. ესტონეთი არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ზუსტად აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის, ოკუპაციის არაღიარების და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებს შეეხება.

მაგრამ, ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით ახლა კიდევ უფრო განსაკუთრებით აღვნიშნო ის როლი, რომელსაც ესტონეთი თამაშობს გლობალურ პოლიტიკურ არენაზე.

თქვენი აქტიური როლი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებში, როგორიცაა არამარტო ევროკავშირი და ნატო არამედ გაეროც, მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გლობალურ ფორმატებში ესტონეთის ნათელი და მკაფიო პოზიცია გლობალური უსაფრთხოების, ქვეყნების სუვერენიტეტის, ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამართალზე დამყარებული ურთიერთობის საკითხებზე, ღირებულებებით პოლიტიკაზე არის სწორედ ის, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გლობალურად შენარჩუნდეს სტაბილურობა.

ამ თვალსაზრისით, ჩვენ მივესალმებით იმ ძალიან ნათელ განცხადებებს, რომელიც თქვენს მიერ კეთდება ამ საკითხებთან დაკავშირებით.

დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენი ორმხირივი თანამშრომლობის ფორმატებიც და ჩვენი პოზიციაც მნიშვნელოვან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" და ნატო-ს სამიტებთან დაკავშირებით.

მადლობელი და მოხარული ვარ, რომ ესტონეთი, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკითხებს.

ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნდა გაღრმავდეს თავდაცვის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მხარდაჭერა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მხარდაჭერა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რაშიც ესტონეთს განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია, ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ამ მხრივ, მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ესტონური დელეგაცია ჩამოსულია ბიზნესმენთა შემადგენლობით და ხვალ გაიმართება ბიზნესფორუმი, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდილების, იმ მზარდი ტენდენციის შესახებ, რომელიც ტურიზმში და ეკონომიკაშია და ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ასევე პროგრესულად ვითარდება განათლების და კულტურული გაცვლის დარგში.

ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ქართულ - ესტონური ურთიერთობები მომგებიანია და უკეთესი მომავლის უზრუნველმყოფელი, როგორც ქართველი, ასევე ესტონეთის მოქალაქეებისათვის.

მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ის ნათელი ხედვა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, გააჩნიათ ჩვენ ესტონელ მეგობრებს, უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ, უფრო უკეთეს მომავალს არამხოლოდ ქართველებისა და ესტონელებისთვის, არამედ უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ჩვენი ერთობლივი არეალისთვის, სადაც ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური გარემო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოორდინირებული მუშაობით საქართველო მომავალშიც წარმატებულად გააგრძელებს დასახულ გზას.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელს ქართველებისთვის და ესტონეთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. წელს ჩვენ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ, მაგრამ მომავალ წელს ისტორიული თარიღია, ჩვენ დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის ასი წლისთავს ვზეიმობთ.

ქალბატონ პრეზიდენტს, როგორც იმ ქვეყნის ლიდერს, რომელმაც შეძლო ასი წლის წინ რესპუბლიკის ჩამოყალიბება, ვთხოვე, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმო აღნიშვნაში, იმ აქცენტის გათვალისწინებით, რომ კი ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნები ასი წლის წინ, მერე იყო ისტორიული უსამართლობა, იმიტომ რომ ვიყავით დაპყრობილები და ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ახლა, როდესაც ჩვენ ისევ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით.

დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის, იმ მნიშვნელოვანი შეთანხმებებისთვის, რომელიც წინ წასწევს ქართულ - ესტონურ ურთიერთობებს და დარწმუნებული ვარ, მომავალი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ უკვე დარგობრივად, ყველა მიმართულებით ეკონომიკის, თავდაცვის, კულტურული მიმართულებით, განათლების მიმართულებით კიდევ უფრო მეტი დაახლოებისაკენ გადავდგამთ ნაბიჯებს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42