,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით) ან პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით.
როგორც ჟორჟლიანი-ნოზაძის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტშია აღნიშნული, შესაძლებელია, რომ პარტიამ ვერ გადალახოს პარლამენტის პროპორციული სისტემით გამართულ არჩევნებში 3%-იანი ბარიერი, მაგრამ ამ პარტიამ მოიგოს მაჟორიტარული წესით ჩატარებული 2 არჩევნები და მით უფრო, მისმა წარმომადგენელმა/წარმომადგენლებმა შექმნან საპარლამენტო ფრაქციაც კი. ასეთ შემთხვევაში, კანონი, ისევე, როგორც აღიარებს და ათანაბრებს პარლამენტის არჩევის ორივე სისტემას, და ამ ორივე სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების სტატუსს განსხვავებულად არ ადგენს, ასევე ამ ორივე სისტემით მიღწეული შედეგი - ერთ შემთხვევაში, თუნდაც პარლამენტში მოსახვედრად პროპორციული სისტემით მიღებული ხმების 5%-იან ბარიერზე ნაკლები შედეგი - ხმების 3% და მეორე მხრივ, პარტიის შედეგი - მიერ მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, თანაბარ პირობებში უნდა იძლეოდეს ასეთი პარტიებისათვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას, რაც დაფინანსების მინიჭების არსებული რეგულაციების შეცვლისა და მათი გათანაბრების გზით, აღმოფხვრის პარლამენტში ორივე სისტემით დამდგარი პარტიის შედეგის დისკრიმინაციულ მიდგომას დაფინანსების კუთხით.
შეგახსენებთ, რომ სიმონ ნოზაძე პარლამენტში “მრეწველების“ სახელით, ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან მოხვდა (თავად მრეწველებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს), ხოლო გია ჟორჟოლიანი ,,სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს, რომელსაც ცალკე სუბიექტად არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის სამივე წარმომადგენელი პარლამენტში ,,ქართული ოცნების“ პარტიული სიითა და მაჟორიტარულ ოლქებში წარდგინებით მოხვდა.
როგორც ,,მრეწველებს“ ასევე ,,სოციალ-დემოკრატებს“ პარლამენტში ,,ქართული ოცნების“ დახმარებით საკუთარი ფრაქციები აქვთ შექმნილი.
მასალის გამოყენების პირობები






