როგორც დაკითხვაზე შესვლამდე გიორგი სოზაშვილმა განაცხდა, მის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმით ზეწოლა სწორედ ამის შემდეგ დაიწყო და მას პირდაპირ უთხრეს , რომ აფინანსებს „რუსთავი 2“-ს.
„იმის შემდეგ რაც რეკლამა განვათავსე რუსთავი 2-თან , იმის მერე დაიწყო ყველანაირი არეულობა თუ რამე შეიძლება სხვადასხვა ფორმით. ახლაც ესეთი ფაქტი. ეს ისე არ ხდება. პროკურორი არ მივარდება ოფისში . შემომითვალეს, ჩემს მეგობარს უთხრეს არ დავკონკრეტდები, რომ მე ვიყავი „რუსთავი 2“-ის დამფინანსებელი. ვაფინანსებდი „რუსთავი 2“ -ს თურმე რაც ესე არ ყოფილა . ეს ყველამ იცის. მე ვუთხარი მაშინ დირექტივა მომეცით სად წავიღო რეკლამა? სად იქნება რეკლამა ჩემთვის სულ ერთია. მთავარია იყოს რეიტინგული, რომ ამან შედეგი მოიტანოს,“-განაცხადა გიორგი სოზაშვილმა.
მისივე თქმით ის უახლოეს დღეებში დეტალურად ისაუბრებს თუ რა ფორმით მიმდინარეობს კომპანიაზე ზეწოლა.
მასალის გამოყენების პირობები






