ფრანგი ექსპერტები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირების პროცედურების გაუმჯობესებაში ჩაერთვებიან
პოლიტიკა - 14:22, 31 Oct, 2017     851
მარცვლეული კულტურების სერტიფიცირების პროცედურების ფრანგული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თესლისა და სარგავი მასალის ეროვნული ინტერპროფესიონალური ჯგუფის (GNIS) მიწვევით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და სტანდარტებისა და სერტიფიცირების სამსახურის თანამშრომლები ქალაქ პარიზში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ფრანგულმა მხარემ საქართველოს წარმომადგენლებს საფრანგეთში არსებული სერტიფიცირების სისტემა, ნაციონალური კატალოგი და კატალოგში ჯიშთა შეტანის წესის მარეგულირებელი დოკუმენტები გააცნო. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში არსებული სერტიფიცირების სისტემაც.

აღსანიშნავია, რომ თესლისა და სარგავი მასალის ეროვნული ინტერპროფესიონალური ჯგუფის (GNIS) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ფრანგი და ქართველი სპეციალისტები თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ფრანგი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად იმ კანონქვემდებარე აქტების მომზადებასა და პროექტების შექმნაში ჩაერთვებიან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირების პროცედურებს გააუმჯობესებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42