„ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აფხაზეთის და აფხაზი ხალხის მიმართ პოპულისტური და თვალთმაქცურია. ერთის მხრივ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთის და აფხაზი ხალხის საერთაშორისო იზოლაციაში მოსაქცევად, მეორეს მხრივ კი ცდილობს აჩვენოს რომ დაინტერესებულია აფხაზური ენის და კულტურის შენარჩუნებით.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამასთანავე დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზური ენის ინსტიტუტის და სახელმწიფო არქივის მიზანმიმართულ დაწვაში ადანაშაულებს.
„ამ ფონზე აბსოლუტურად ცინიკურად გამოიყურება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მცდელობა, შექმნას შთაბეჭდილება, რომ იმ აფხაზი ხალხის კულტურაზე და ტრადიციებზე ზრუნავს, რომლის წინააღმდეგაც სამხედრო აგრესია ჩაიდინა და მის სრულად განადგურებას ცდილობდა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მორიგი პოპულისტური მცდელობა, რომ აფხაზ ხალხთან შესარიგებლად სამშვიდობო ინიციატივების დემონსტრირება მოახდინოს. სამწუხაროდ , გამოცდილება გვიჩვენებს რომ საქართველოს რეალური პოლიტიკა აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის მიმართ ინარჩუნებს აგრესიულ და მტრულ ხასიათს“- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






