„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს
პოლიტიკა - 13:02, 31 Oct, 2017     985

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას, მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

"მიზეზი პირველი, გუშინვე უმრავლესობის ლიდერებისგან ძალიან მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ კომისიის მუშაობას არ მოჰყვება არანაირი შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის გახლავთ, წინასწარ დაანონსებული 4 ცვლილება. ანუ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა. ასეთ პირობებში, როდესაც წინასწარ არის გაცხადებული, არანაირ შინაარსობრივ ცვლილებაზე ეს კომისია და უმრავლესობა არ დათანხმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობის არსს კომისიაში ვერ ვხედავთ.

მიზეზი მეორე, თავისთავად წარმოდგენილი ოთხი ცვლილება ატარებს , პოზიტიურ ხასიათს, მაგრამ ოთხივე მათგანი , ორი კვირის წინ ქართული ოცნების მიერ გაფუჭებულის გამოსწორება. საიდან გაჩნდა ბონუსი კონსტიტუციაში, საიდან გაჩნდა ბლოკების აკრძალვა, საიდან გაჩნდა რელიგიური შეზღუდვა . ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ გააჩინა ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში. ამიტომ დღეს ქართული ოცნება ცდილობს საერთაშორისო ზეწოლით ცდილობს გამოასწოროს საკუთარი გაფუჭებული, ვერანაირად გამოდგება კონსესუსის პოლიტიკური შეთანხმების საფუვლად. ვინაიდან ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი. ის მთავარი ელემენტი რომeლსაც ითხოვს ყველა ოპოზიციური პარტია , პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოება . ეს გახლავთ უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებზე მთლიაანდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლება. ამ ორი ძირითადი ელემენტის გარეშე ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება ის ცვლილებები, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“

მესამე მიზეზია თავად უმრავლესობის დამოკიდებულება სახალხო განხილვის პროცესის მიმართ. გვახსოვს წინა საკონსტიტუციო პროცესი, როდესაც საკუთარი შიდა შეთანხმების შედეგად ისე შეიცვალა საზოგადოებასთან შეთანხმება, რომ არც კი უკითხავთ ხალხისთვის.

მეოთხე მიზეზი არის ის, რომ საქართველომ მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია და ეს სამწუხაროა. მან ვერ გაუძლო დროის გამოცდას თუ უმრავლესობისგან და ”ქართული ოცნებისგან” იქნება იმის სიგნალი, რომ ისინი მზად არიან კონსტიტუციის შინაარსობრივი განხილვისთვის, ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ შინაარსობრივ განხილვაში და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ კონსენსუსისთვის - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42