ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აჯამებს „ლიდერთა საბჭო“. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთ საათზე მეტია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ერთმანეთს ხვდებიან. „ლიდერთა საბჭო“ ერთიანი ანგარიშის მომზადებას გეგმავს,ს ადაც წარმოდგენილი იქნება 21 ოქტომბერს არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევები.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ხალხისთვის არჩევნების უფლების შენარჩუნება მთავარი საკითხია და ამ საკითხის ირგვლივ, ყველა ოპოზიციური პარტია ერთად უნდა დადგეს:
„არსებობს საკითხი და ეს არის საკითხი, ქვეყანაში ხალხისთვის არჩევანის უფლების შენარჩუნება, ამ საკითხის გარშემო ყველა ოპოზიციური პარტია უნდა დადგეს ერთად და ყველა ის ხერხი, რომელიც პოლიტიკაში დაშვებულია და სახელმწიფოსთვის არ იქნება დამაზიანებელი, უნდა იყოს გამოყენებული ამ ხელისუფლების შესაზღუდად. უფრო მეტიც, მე ვფიქრობ, რომ „ლიდერთა საბჭოში“ შემავალი პარტიების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ეს ერთობა უნდა შედგეს ისეთად, რომელიც ნამდვილად შეაჩერებს ბიძინა ივანიშვილს და არ მისცემს საშალებას მოახდინოს ხელისუფლების მიტაცება მომავალშიც“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






