თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 94-ე წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის საელჩოში მიღება გაიმართა. საქართველოში თურქეთის ელჩმა ხელისუფლების წევრებს, პოლიტიკოსებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ სტუმრებს ჩოხაში გამოწყობილი დახვდა. გუმრუქჩუ საქართველოში საკუთარ დიპლომატიურ მისიას ასრულებს და საღამოზე მისი გაცილების ცერემონიაც შედგა.
„საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს და ჩვენ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ვმუშაობთ. დღეს ჩვენ ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორები ვართ, თუმცა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო დიდი პოტენციალის გვჯერა. აჟამად მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ვაწარმოებთ. ყველაზე მეტად კი საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი, ამიტომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის მუშაობას გავაგრძელებთ.“- განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
მასალის გამოყენების პირობები






