შეთქმულება ინვესტორების წინააღმდეგ - თბილისის გენგეგმის ნაღმები
პოლიტიკა - 10:12, 31 Oct, 2017     1941
იმ მარტივი მიზეზით, რომ დედაქალაქი ახალი მერის მოლოდინშია, საკრებულოს ახალი წევრები კი (მათ შორის, ნაწილი ჯერ მოქმედისა) თავიანთი კუთვნილი სკამების დასაკავებლად ემზადებიან დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში, თითქოს არავის სცალია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ მომზადებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განხილვისთვის, მით უფრო, თბილისის მერიის მოთხოვნით აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული ფრანგი ექსპერტის (ერიკ ჰიუბრეხტის) დასკვნის განსახილველად გენგეგმის პროექტის შესახებ, თუმცა მაინც არსებობს საფრთხე, რომ ძველმა საკრებულომ, რომელსაც, ფაქტობრივად, ამოეწურა უფლებამოსილების ვადა, მაინც დაამტკიცოს ხსენებული გენგეგმის პროექტი (პასუხისმგებლობა წასვლის წინ, ჩვეულებისამებრ, ნაკლებია), რითაც დედაქალაქს კიდევ ერთი მკვდრადშობილი დოკუმენტისთვის გაწირავენ (იმიტომ რომ საკუთარი ყურების დანახვის პერსპექტივა უფრო ნათელია, ვიდრე შემოთავაზებული პროექტით დედაქალაქის განვითარება).

„სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ გენგეგმის პროექტი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეიმუშავა – არ ჩატარებულა არც ერთი კვლევა, მიუხედავად იმისა, რომ გენგეგმა დედაქალაქის სამომავლო განვითარებასა და არსებული პრობლემების მოგვარებას ეხება (ის კიდევ სხვა საკითხია, რომ ვერაფერსაც ვერ მოააგვარებს, აი, დამატებით პრობლემებს კი ბლომად შექმნის). რაც მთავარია, კვლევების ვალდებულება „სითი ინსტიტუტ საქართველოსთვის“ არც შემკვეთ დედაქალაქის მერიას მოუთხოვია. ეს უხერხულობა არც გენგეგმის შემფასებელ საერთაშორისო ექსპერტს გამოჰპარვია. თუმცა ერიკ ჰიუბრეხტი იმასაც შენიშნავს, რომ გენგეგმის პროექტის ავტორები ძველ დოკუმენტებს დაეყრდნენ, ოღონდ იმ ძველი დოკუმენტების ნაკლი ისაა, რომ იმდენადაა მოძველებული, რეალობას ვერ ასახავს. ეს კი ბადებს ეჭვს, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და მისი შემკვეთი დოკუმენტებს კონიაკის პრინციპით აფასებენ, როდესაც სიძველე უპირატესობაა, ოღონდ, ცხადია, არა გენგემის შემთხვევაში.

არადა ძველ ტიკებში ახალ ღვინოსაც კი ვერ ასხამენ, არათუ მოძველებული დოკუმენტების საფუძველზე ქმნიან ახალსა და ახლებურ გენგეგმას (ეს არაურბანისტებისთვისაც კი ნათელია), მაგრამ, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ვარაუდებს ვერ დავყრდნობით, ისევ აზიის განვითარების ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტის დასკვნა მოვიშველიოთ, იმის გასაგებად, თუ რატომ გაწირეს გენგეგმის ავტორებმა ან დედაქალაქი, ან მისი მცხოვრებ–სტუმრები ადგილის ტკეპნისთვის.

„იდეების ყუთი“

ერიკ ჰიუბრეხტის ვერდიქტით – „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტი არც გენგეგმაა და და არც განაშენიანების მაკონტროლებელი რეგულაცია და მხოლოდ „იდეების ყუთად“ თუ გამოდგება:დოკუმენტი ძირითადად წარმოადგენს არადეტალიზებულ მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც არ განსაზღვრავს სივრცითი განვითარების სტრატეგიას. შესაბამისად, ძნელი გასაგებია, თუ რა სტატუსი აქვს დოკუმენტს“.

მართალია, უცხოელმა ექსპერტმა ვერ დაადგინა დოკუმენტის სტატუსი, რომელსაც მისი შემქმნელები ჯიუტად უწოდებენ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას“, სამაგიეროდ, ადგილობრივი სპეციალისტები მიანიშნებენ, რომ გენგეგმის პროექტი კვლავ უწყობს ხელს დედაქალაქში უკონტროლო (მათ შორის, უკანონო) მშენებლობებსა და ფულის პრიორიტეტს დედაქალაქის ინტერესების ხარჯზე.

ეშმაკი დეტალებშიაო და ეს დეტალიც მეტად ეშმაკურადაა შენიღბული გენგეგმის პროექტში. კერძოდ, ერიკ ჰიუბრეხტი იწუნებს გენგეგმას თანდართულ რუკების მასშტაბს, შემდეგი მიზეზით: „გენგეგმამ უნდა გადაჭრას ისეთი საკითხებიც, როგორებიცაა მიწის საკუთრება და საზღვრების დადგენა. შერჩეული მასშტაბი კი გაუგებრობებს იწვევს. ის ზედმეტად დეტალურია მიწათსარგებლობის გენგეგმისთვის, მაგრამ არასაკმარისად კონკრეტული განაშენიანების კონტროლისთვის.”

ეს ხარვეზი ნათლად მიანიშნებს, რომ გენგემის პროექტი თავისუფლად მოქმედების საშალებას უტოვებს მშენებლობებზე ნებართვების გამცემებს, რადგან ისეთ მასშტაბში მოგვაწოდებს თბილისის ტერიტორიას გენგეგმაში, რომ ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, სად შეიძლება და სად არ შეიძლება მშენებლობები (ანუ ყველაფერი სამშენებლო კომპანიის მარიფათზეა).

მეტი დამაჯერებლობისთვის ისევ ციტატას მოვიშველიებ საერთაშორისო საექსპერტო დასკვნიდან: დოკუმენტი არ არის საკმარისად დეტალული, რომ იგი გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვების გასაცემად. ამასთან, გვხდება როგორც მნიშნელოვანი შეცდომები, ასევე ნაკლოვანებები კონცეფციისა და მისი განხორციელების კუთხით, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს შექმნის მისი მიღების შემთხვევაში.“

ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა, რომ არა კიდევ ერთი „მაგრამ“: გენგეგმის პროექტი მშენებლობებს დასაშვებად მიიჩნევს ისეთ ადგილეშიც კი, რომლებიც დატბორვის საფრთხის წინაშეა (მეორე მხრივ, ეს, სულაც, არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ იდეები არანაირ კვლევას არ ეყრდნობა). რაც კიდევ ერთ ეჭვს ბადებს, ამჯერად ხსენებული კომპანიის პათოსზე, „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“.

ფრანგი ექსპერტი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დედაქალაქში წყალდიდობის პრევენციაზე გენგეგმა თითქმის არაფერს ამბობს, თავის დასკვნაში წერს: „წყალდიდობის პრევენციის სისტემა გაანალიზებულია მხოლოდ მუნიციპალური საზღვრების მასშტაბით. ეს არ არის საკმარისი მასშტაბი, ხოლო განვითარების წინადადებები არ შეიძლება მიღებულ იქნას, რადგან არ არის წარმოდგენილი წყალშემკრები აუზის მასშტაბით გაკეთებული ფართო ხედვა. ზოგიერთი მრავალსართულიანი შენობის განთავსების ადგილები შემოთავაზებულია შესაძლო დატბორვის არეალებში, რაც მაღალი რისკის შემცველია მოსახლეობისთვის“.

აქცე განვმარტავ, რომ გენგეგმის პროექტის ერთ–ერთი ლაიტმოტივია „კომპაქტური ქალაქი“, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცენტი გადატანილია მაღალსართულიან შენობებზე, თუმცა ეს მაღალსართულიანი განაშენიანების ზონა განთავსებულია შესაძლო დატბორვის არეალში.

გენგეგმა – თბილისელებისა და ინვესტორების წინააღმდეგ

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა ეწინააღმდეგება ურბანულ გაფართოებას იმიტომ რომ ქალაქი უნდა გახდეს კომპაქტური და მერე რა, რომ ის 9–ბალიანი მიწისძვრის ზონაშია განთავსებული და მისი გეოგრაფია მთლად ცათამბჯენებისთვის არ არის ვარგისი?!. ამიტომაც ერიკ ჰიუბრეხტი აღნიშნავს, რომ გენგეგმის პროექტი უარს ამბობს მრავალსცენარიან მიდგომაზე და არ გვთავაზობს ალტერნატივებს (პათოსით: „მეფის სიტყვა კანონია“?!). არ ითვალისწინებს მიწისა და უძრავი ქონების დინამიკას და არც ფართომასშტაბიანი მშენებლობის ნებართვებსა და არსებულ განაშენიანებულ ტერიტორიებს.

რაც ყველაზე მთავარია ამ საბაზრო ეკონომიკისა და გაქანებული დემოკრატიის პირობებში „გენგეგმა არ აანალიზებს მიწისა და უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებული ეკონომიკური განვითარების გამოწვევებს.“ მეორე მხრივ, არაფერი გაუანალიზებია ამ ჩვენს „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ და ამის გასაანალიზებლად თავს რატომ შეიწუხებდნენ?!

ესეც რომ არ იყოს – ახალი ურბანული გაფართოების შეჩერებამ შესაძლოა, „დიდი წინააღმდეგობა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ინვესტორებისა და ქალაქის მოსახლეობის მხრიდან“ და ერიკ ჰიუბრეხტის ვარაუდით, „ასევე, შეამციროს თბილისის მიმზიდველობა ინვესტირებისთვის.“ და ეს მაშინ, როდესაც სანთლით ვეძებთ ინვესტორებს.

ფრანგი ექსპერტი უფრო მძიმე პერსპექტივის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს: ურბანული გაფართოების გაუქმება გამოიწვევს ბევრ იურიდიულ დავას, რომელთა თანამდევია ძვირად ღირებული კომპენსაციების გაცემა, რომლის დაფარვაც, ცხადია, დედაქალაქის მერიას მოუწევს. ანუ რომლებსაც რეალურად ვერაფრით დაფარავს თბილისის 800–მილიონიანი ბიუჯეტი.

ამას გარდა – მიწათსარგებლობის მოქმედ გენგეგმასთან შედარებით განახლებული მიწათსარგებლობის გენგეგმაში საცხოვრებელი ტერიტორია 45 პროცენტითაა შემცირებული. იმიტომ რომ თბილისი, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ გადაწყვეტილებით, „კომპაქტური ქალაქი“ უნდა გახდეს.

ეს შემცირება კი, ცხადია, „გამოიწვევს საცხოვრისის დეფიციტს ბაზარზე და შეამცირებს ქალაქის მოსახლეობისთვის საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას“.

„სითი ინსტიტუტ საქართველოს“ არც იმაზე ფიქრით შეუწუხებია თავი, თუ როგორ აპირებენ თავიანთ მიერ შექმნილი მიწათსარგებლობის გენგეგმის ადაპტაციას უკვე არსებულ გეგმარებასთან და თვით მრავალქალაქმნახველი ერიკ ჰიუბრეხტისვისაც კი ბუნდოვანია, „თუ როგორ უნდა ჩანაცვლდეს მოქმედი გენგეგმა ახლით“, ამიტომაც ურჩევს: „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ ნათლად უნდა აჩვენოს ყველა განსხვავება, განმარტოს ცლილების მიზეზი და უნდა წარმოადგინოს პრობლემების ნუსხა, რომლებიც გადაიჭღება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისას“.

მაგრამ სითი ინსტიტუტი საქართველო“ ვერაფერსაც ვერ აჩვენებს – ვინაიდან როგორ შეიძლება, რაღაც განმარტოს მან, რომლის მოსაზრებაც არანაირ კვლევასა და ანალიზს არ ეყრდნობა და მხოლოდ საკუთარფანტაზიით მოქმედებს და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უსმენს?!

თუმცა ფანტაზიაშიც მოიკოჭლებენ, რადგან, ერიკ ჰიუბრეხტის შეფასებით – „თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმას თანდართული რუკები მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს, რადგან ისინი არ განსაზღვრავს სივრცითი განვითარების სტრატეგიას“.

ერთი იმედი ისაა, რომ სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ შემოთავაზებულ გენგეგმის პროექტის განხორციელების დეტალები, ფაქტობრივად, არ არსებობს, შესაბამისად, ერიკ ჰიუბრეხტისთვის გაუგებარია „როგორ უნდა განხორციელდეს გეგმაში შემოთავაზებული ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტები“, როდესაც „კონკრეტული პროექტების შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანია“.

რაც მთავარია, „დოკუმენტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო პრაქტიკას და შეიძლება, ჩაითვალოს, რომ არ არის თანხვედრაში იუნესკოსა თუ გაეროს ჰაბიტატის სახელმძღვანელო პრინციპებთან.

აზიის განვითარების ბანკის ექსპერტის შეფასებით, რადგან „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ თბილისისთვის გენგეგმის შექმნისას არ გაუთვალისწინებია არც თბილისელებისა და არც ინვესტორების ინტერესები; არც დედაქალაქის მერიის შესაძლებლობები (ფინანსური), არც საერთაშორისო გამოცდილება და იუნესკოსა და გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებსაც კი ასცდა, იბადება კითხვა: მაშინ ვისი ფარული დაკვეთითა და ინტერესებით მოქმედებდა?!

ანა მდივანი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42