როგორც ირკვევა, თბილისის მერიისთვის მომსახურება ძვირადღირებულ კვებაზე შპს ,,ჯი ემ თი სასტუმრეობმა“ გაწია. თბილისი მერიოტის მენიუ 350 ადამიანზე გათვლილი და ღონიძიებითვის ორგანიზების გაწევის ბრძანება დავით ნარმანიას ხელმოწერითაა გაცემული.
,,ახლა გასაგები გახდა, თუ რაში გადავიხადეთ თბილისელებმა ათასობით ლარი და ვასწავლეთ მერიის თანამშრომლებს სუფრასთან მოქცევის წესები, აბა "სალმონი მდნარი ყველით, კაპრესებითა და კამით; ყველი ქამემბერი გარგრის ჩირით ინგლისურ პურზე; კენკრის "პანა კოტა" და ფრანგული "ქიში", როგორ უნდა ეჭამათ ხომ უნდა სცოდნოდათ? მათ რომ "სერვიროვკის" მოხმარება არ სცოდნოდათ, ხომ მოგვეჭრებოდა თავი საერთაშორისო მაშტაბით?
1 დღეში დახარჯული 57 ათას 552 ლარი და მერიის მაღალჩინოსნების მიერ, მეუღლეებთან ერთად გატარებული მდიდრული საღამო.
და მოსახლეობას რა?
ბოდიში ჩემო ძვირფასებო, თუმცა მეტის ღირსები ვართ“ - წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი კუბლაშვილი.
იხილეთ დეტალურად თბილისის მერიის მიერ გაწეული ხარჯები ძვირადღირებული ფურშეტისთვის ,,თბილისობის“ დღესასწაულზე.



მასალის გამოყენების პირობები






