სკოლის დირექტორების შანტაჟი პოლიტიკური მიზნებისთვის - რა მოხდა 67-ე სკოლაში და როგორ აქცია ჯეჯელავას უწყებამ პედაგოგები ,,ოცნების აქტივისტებად"
პოლიტიკა - 18:27, 30 Oct, 2017     2990
სკანდალური სქემა - როგორ აქცია ჯეჯელავას უწყებამ სკოლის დირექტორები პარტიულ აქტივისტებად. სანამ თემას დეტალურად გავშლით, "ნიუპოსტისთვის" მოწოდებულ უახლეს ინფორმაციას გაგაცნობთ, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ. ალექსანდრე ჯეჯელავა უკვე კარგა ხანია მმართველი პარტიის სპიკერობიდან ჩახსნეს, მიზეზი კი ბოლო დროს სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ღია პროტესტი გახდა, რომლის აღმოფხვრა მინისტრმა ვერ შეძლო.


რამდენიმე დღის წინ, 67-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, რაც სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა. რას ან ვის ინტერესებს შეეწირა მარიამ თავართქილაძე და რატომ უწოდებენ საქმეში ჩახედული პირები სამინისტროს გადაწტვეტილებას კანონდარღვევას?! ამ თემაზე და ზოგადად, განათლების სამინისტროში არსებულ ვითარებაზე "ნიუპოსტი" "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელს დავით ფერაძეს ესაუბრა.

ფერაძე ერთ-ერთია ვინც 67-ე საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვდა. ჩვენთან საუბარში ყოფილი პედაგოგი მისი კოლეგის, ქიმიის მასწავლებლის შესაძლო გადაცდომასაც არ გამორიცხავს, თუმცა იქვე ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტების არ არსებობის შემთხვევაში დოდო კუდავას „კინწისკვრით გაგდება დიდი უსამართლობა იყო“.

დავით ფერაძე: "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის აქტიურობამდე, თბილისის 67-ე სკოლაში არსებულ მდგომარეობას პედაგოგები და მასწავლებლები აქციით აპროტესტებდნენ. რადგან ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფებოდა და თვითონ სკოლაში სამი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ეს წინასაარჩევნო დაძაბულობის სერიოზულ საფრთხეს ქმნიდა, სწორედ ამიტომ დაპირებებით რომ კონკრეტულ დარღვევებს გამოიძიებდნენ, ერთი-ორი დღით პროტესტის შეჩერება შეძლეს, თუმცა ქალბატონი დოდო კეზუას გადასარჩენად საჭირო იყო აქტიურობა, ორშაბათსვე - არჩევნებიდან მესამე დღეს, როცა ზემოდან ზურგის გამაგრება, დავალება იყო პედაგოგის სკოლიდან გაშვება თავისუფლად შეიძლებოდა. სწორედ მაშინ, სკოლის ყოფილმა დირექტორმა მარიამ თავართქილაძემ დოდო კეზუას გათავისუფლებას ხელი მოაწერა და თითქოს დისციპლინარული კომიტეტის დასკვნას დაეყრდნო. თავის მხრივ საბჭომაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო პირველი - მან არ მოისმინა პედაგოგის პოზიცია და მეორე - კეზუა სწორედ მაშინ გაათავისუფლეს, როცა ეს ადამიანი ბიულეტენზე იყო. ანუ მისი გათავისუფლებისთვის არანაირი იურიდიული ბერკეტი არ არსებობდა მაგრამ როცა ზედა რგოლების მხარდაჭერა დირექტორის მხარეს იყო, ეს ქალბატონი თავისუფლად გააგდეს ქუჩაში.

კეზუა-თავართქილაძის დაპირისპირებას საფუძველი ჰქონდა, როცა ქალბატონი მარიამი სკოლის დირექტორი გახდა, ამ ფაქტს სკოლაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი მის კანდიდატურას ანტიპატიურად შეხვდა, რაც საქართველოში ხშირ შემთხვევაში საფუძველია იმისა, რომ შემდეგ ასეთი პედაგოგები დევნონ. როცა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება ხდებოდა და ყველას ძალიან კარგად ახსოვს როგორ ჩატარდა არჩევნები: პირდაპირ მითითებული იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ "სანდო" პიროვნებები უნდა ყოფილიყვნენ საბჭოში. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა დოდო კეზუამ სხვა თანამშრომლებთან ერთად, რაც მის წინააღმდეგ საქმეების შეთითხვნის საბაბიც გახდა. აქვე მე იმასაც ვუშვებ რომ კეზუას მხრიდან მოსწავლის მიმართ ზეწოლას შეიძლება ადგილი ჰქონოდა, მაგრამ ეს ფაქტი დოკუმენტალურად არ არის დადასტურებული არ შეიძლება ადამიანი სამსახურიდან მხოლოდ ვარაუდის დონეზე გაათავისუფლო, როგორც ეს სრულიად უკანონოდ გააკეთა ქალბატონმა თავართქილაძე, იმედია ამ ფაქტს იურიდიული შეფასებაც მიეცემა. სწორედ ამიიტომ გავემართეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მასწავლებლის უფლებებისთვის ბრძოლა დავიწყეთ. იქ იყო დაპირისპირების მცდელობა, რაც პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ორგანიზებული მუშაობის შედეგად განიმუხტა. ჩვენ ერთგვარი გაფრთხილება მივეცით განათლების სამინისტროს ჩვენ ვთქვით, რომ თუ 2 საათამდე სამინისტრო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას, უწყებასთან გადავინაცვლებდით და სწორედ ამ განცხადებიდან 15 წუთში დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს"- განაცხადა დავით ფერაძემ.

"ნიუპოსტთან" საუბრისას "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი" ამბობს, რომ მინისტრმა ჯეჯელავამ მარიამ თავართქილაძე კანონის დარღვევით გაათავისუფლა. ყოფილი პედაგოგი აცხადებს, რომ არჩეული დირექტორის გათავისუფლება არა განათლების სამინისტროს, არამედ სამეურვეო საბჭოს პრეროგატივა იყო.

"ეს არის უკანონო ბრძანება, შეუძლია დირექტორს სარჩელი შეიტანოს და სამართლებრივი ბრძოლა წამოიწყოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. მიუხედავად შიდა აუდიტის დასკვნისა, რომელიც ბევრად უფრო ადრე იყო დადებული, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ონოფრიშვილი გახლდათ, რომელიც ამჟამად დაწინაურებულია და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარეა. განათლების სამინისტროს სამეურვეო საბჭოსთვის რეკომენდაციით უნდა მიემართა. თუ საბჭო დარღვევების გათვალისწინებით, არ მიიღებდა დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, უკვე მაშინ შეეძლო სამინისტროს დაეთხოვა სამეურვეო საბჭო"- გვითხრა ფერაძემ.

მასწავლებელთა ინტერესების დამცველი "ნიუპოსტთან" სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს და აცხადებს, რომ ჯეჯელავას უწყება სკოლებში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციას აგროვებს და პოლიტიკური საჭიროების შესაბამისად დირექტორებზე ზეწოლის იარაღად იყენებს.

"ასეთი დარღვევების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროში არაერთ სკოლაზე დევს. როცა ონოფრიშვილი უწყებაში მაღალ თანამდებობაზე იყო, სწორედ მსგავსი დასკვნებით მანიპულირებდა და ხელში ყავდა დირექტორები. თუ სკოლის დირექტორები სამინისტროს პოლიტიკურ დაკვეთებს არ შეასრულებს, სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. ეს მეთოდი იყო მარიამ თავართქილაძესთან დაკავშირებითაც, მათ ეს კოზირი შესანიშნავად გამოიყენეს, ხომ ვერ იტყოდნენ ფერაძისა და ბავშვების აქტიურობის გამო მივიღეთ დირექტორის მოხსნის გადაწყვეტილებაო"- აღნიშნა დავით ფერაძემ.

მისივე თქმით, წინასწარ დაწერილი აუდიტის დასკვნა სამინსიტროსთვის ერთგავარი შანტაჟის იარაღია.

„ეს არის პრევენცია, რომ არასასურველი გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნას დირექტორების მხრიდან ეს არის მათი მართვის მეთოდი. ძალიან ადვილია დღეს დირექტორები გამოიჭირო, თუნდაც სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში. იციან რა ეს დირექტორებმა, ისინი სამინისტროს ნების შემსრულებლები არიან“- აცხადებს ფერაძე.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლება სწორედ ასეთი კომპრომატებით დირექტორების თავისუფალ ნებას კონტროლს უწევენ და მათ საარჩევნო ხმებს შანტაჟის გზით ითვისებენ.

„სამწუხაროდ ქართველ პედაგოგთა 68 000 -იანი კორპუსი (ყველას არ ეხება) მთავრობის სასარგებლოდ იგივე საარჩევნო კომისიაა. მე უშუალოდ 68 000 ხმას არ ვგულისხმობ, მასწავლებლები მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, მათი ნების საწინააღმდეგოდ სხვა ხმების მობილიზებასაც ახდენენ. სამინისტრომ ეს სისტემა ძალიან კარგად დახვეწა და აუდიტის დასკვნებიც სწორედ ამიტომ სჭირდებათ“- აღნიშნა პედაგოგთა ინტერესების დამცველმა.

ყოფილმა პედაგოგმა "ნიუპოსტთან" სკოლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეების მიმართ შრომის ექსპლუატაციის სერიოზული ნიშნები იკვეთება, რაზეც მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატიც ინფორმირებულია.

"116-ე სკოლის დირექტორი მოსწავლეების შრომის ექსპლუატაციას ეწევა. ეს არაერთი ფოტო და ვიდეო მასალით დადასტურებულა. იყო ფაქტები, როცა რუსულის მასწავლებელმა გაკვეთილზე მოსწავლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეს ინფორმაცია მე განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, შს სამინისტროსა და პროკურატურას მივაწოდე, თუმცა სახელმწიფო უწყებები ამ საკითხზე დუმან, რადგან ამ სკოლებში შემსრულებლები ჰყავთ"- თქვა ფერაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42