"ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას..."- "ქართული მარში" ლევან კობიაშვილს ემუქრება
პოლიტიკა - 15:38, 30 Oct, 2017     3699
ე.წ „ქართული მარშის“ წევრები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს და თბილისის ახლადარჩეულ მერს კახა კალაძეს უპირისპირდებიან. მათი თქმით ფეხბურთელ გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურით გამოსვლის გაკრიტიკების გამო ლევან კობიაშვილი მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„ქართული მარშის“ წევრების თქმით, მათ ლიდერებს სანდრო ბრეგაძეს და გია კორკოტაშვილს ფეხბურთის ფედერაციაში გუშინ ქონდათ შეხვედრა, სადაც კობიაშვილის მხრიდან მუქარა გაჟღერდა. ე.წ ქართული მარში ფეხბურთის ფედერაციას ულტიმატუმს უყენებს, თუ ხვალ 20:00 საათზე დაგეგმილ აქციამდე ლევან კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, ისინი მისი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას და საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევას მოითხოვენ. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთი წევრი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება:

„ლევან კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტრევდა. ჩვენ ამის აუდიოჩანაწერი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები ბოდიშს არ მოიხდიან, ხვალ 20:00 საათამდე, მაშინ ჩვენ შესაბამის ზომებს მივმართავთ. ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება. ასევე მივმართავთ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება. ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“, - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა. "ქართული მარშის" წევრების თქმით, რომ არა კახა კალაძის მხარდაჭერა, ლევან კობიაშვილი „ამდენს ვერ გაბედავდა“.

საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. ფეხბურთელის ამ ქმედებას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა კაშია ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მისი „ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა“ მოითხოვა. ამ მხრივ განსაკუთრებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი გიორგი გიგაური გამოირჩეოდა. გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებულ ნეგატიურ ტალღას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ სპორტულ საზოგადოებაში, კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს, როგორც ვეტერანმა ასევე მოქმედმა ფეხბურთელებმაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42