"შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმუშავებს" - კობახიძე
პოლიტიკა - 15:07, 30 Oct, 2017     892
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ერთი თვის განმვალობაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშავებს.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას და ამის შემდეგ, უკვედაიწყება საპარლამენტო განხილვები. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან, საუბარია ბონუსის თემის გაუქმებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე, ასევე, ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი და ასევე ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტში განიხილავს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და საუბარია კონკრეტულ შეთანხმებაზე, რომლის აღსრულებას პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად უზრუნველყოფს.

„ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტის თვეში მესამე მოსმენა. ეს არის კიდევ ერთხელ, ის საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან და ამ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მხარე იქნება ჩართული.

ყველა იქნება ჩართული განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა, ხაზს გავუსვამ იმას, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია არის ამოწურული - საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42