"ჩნდება ლეგიტიმური კითხვები პოლიციის მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით" - ომბუდსმენი ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე
პოლიტიკა - 14:57, 30 Oct, 2017     1176
საქართველოს სახალხო დამცველი 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიციის მოქმედებები კანონიერებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.

ომბუდსმენი კიდევ ერთხელ, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის მიერ ფიზიკურ პირთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენებით გაკეთდეს სრული ვიდეოჩანაწერები.

"საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს 2017 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოქალაქე პ.პ. დაკავებისას გარდაცვალების გამო და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოკვეთის შემთხვევაში, პროცესში მონაწილე სამართალდამცავები სისხლისსამართლის პასუხისგებაში მისცეს.

საქართველოს პროკურატურის 29 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის კამერებსა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერაში ინციდენტის შესახებ ჩანაწერები არ აღმოჩნდა ვინაიდან, ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა პ.პ.-ს გარდაცვალების მომენტში დროებით გამორთული იყო, მეორე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა დასამუხტად ინახებოდა ავტომანქანაში, ხოლო ავტომანქანაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა არ ფარავს პ.პ.-ს დაკავების ტერიტორიას.

სახალხო დამცველის აზრით, ის ფაქტი, რომ პ.პ.-ს გარდაცვალების მომენტს სამი ვიდეოკამერიდან არცერთი არ ასახავს, არ ეხმარება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და მათ შორის, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის მიერ ფიზიკურ პირთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენებით გაკეთდეს სრული ვიდეოჩანაწერები. მსგავსი ჩანაწერების არსებობა დაეხმარება გამოძიებას და გააქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს პოლიციის მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც პოლიციისადმი საზოგადოების ნდობაზეც მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ რეკომენდაციას სახალხო დამცველი წლების განმავლობაში გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ არ არის სრულფასოვნად შესრულებული.

აქვე სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასა და მის მიერ ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტს, რაც ცალსახად წარმოჩინდება როგორც საზოგადოების თვალში პირის დისკრედიტაციის მცდელობა სამინისტროს მიერ. ადამიანის პირადი ცხოვრების წესი არ აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს მის მიმართ არასათანადო მოპყრობისა თუ ძალის გადამეტების უფლებამოსილებას და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ეს გარემოებები არ შეიძლება გახდეს პოლიციელების მიმართ შემწყნარებლური მოპყრობის საფუძველი"- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42