არ ვაპირებ რომელიმე ოზურგეთელთან სიტყვა გავტეხო - ბეგი სიორიძე
პოლიტიკა - 14:09, 30 Oct, 2017     779

თვითმმართველობა საყრდენი და საიმედო უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის - ამის შესახებ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სიორიძემ მადლობა გადაუხადა ოზურგეთის მოსახლეობას და აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანაა, გამარვების შემთხვევაში ქალაქისა და სოფლების კეთილმოწყობა და ეკონომიკური აღმავლობა და დასაქმება.

,,როგორც იცით, ჩვენთან ოზურგეთში იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური. დიდი მადლობა უკლებლივ ყველა ოზურგეთელს, ვინც არჩევნებზე მოვიდა და მოქალაქეობრივი ვალი პირნათლად მოიხადა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა იმ ამომრჩეველებს, ვინც მე დამიჭირა მხარი და ნდობა გამომიცხადა.

მე ჩემს გუნდთან ერთად არჩევნების პირველი ტურის მსგავსად მეორე ტურშიც ჩვეული შემართებით და, რაც მთავარია, ღირსეული წესებით გავაგრძელებთ ბრძოლას და დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ.

ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ყველა იმ გეგმას, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ არის მიმართული. შემუშავებული გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისა და სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პირობების გაუმჯობესების, დასაქმებისა თუ სხვა აქტუალური სფეროების მიმართულებით და თითოეული ამ ნაბიჯის გადადგმისთვის ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა. რასაც მოკლებულია ყველა არასახელისუფლებო კანდიდატი. ჩემი დაპირებები არასდროს დარჩენილა დაპირებებად და არც მომავალში ვაპირებ, რომელიმე ოზურგეთელთან სიტყვა გავტეხო.

უკვე მოძველდა და სიახლეს აღარ წარმოადგენს ჩემი ოპონენტების მხრიდან მრავალი უსაფუძვლო ბრალდება, ჭორი და ცილისწამება. ამიტომ აღარ ვაპირებ განმარტება გავაკეთო რომელიმე მათგანზე. თუ ვინმე თვლის, რომ დასაბუთებული ბრალდება აქვს, შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს, ჩვენ კი გავაგრძელებთ მოქალაქეებზე ზრუნვას, რაც ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა.

ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს კეთილმოწყობილი და განვითარებული. ჩვენი სოფლები უნდა გაძლიერდეს და ეკონომიკურად წელში გაიმართოს. ადამიანები უნდა დასაქმდნენ და საერთო ჯამში, ოზურგეთს უნდა ჰქონდეს ძლიერი თვითმმართველობა. თვითმმართველობა საყრდენი და საიმედო უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის შრომას ყველანი ერთად ჩვენს ოზურგეთელებთან ერთად გავაგრძელებთ“ - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ოზურგეთში მეორე ტური გაიმართება ,,ქართული ოცნების“ კანდიდატ ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატ შარაშენიძეს შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42