„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების ყველაზე დახვეწილი მეთოდი გამოიყენა“- თეონა ჭალიძე
პოლიტიკა - 18:02, 29 Oct, 2017     2806
„ერთობა- ახალი საქართველოს“ სათათბიროს წევრი, თეონა ჭალიძე მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშულებს. მისი განცხადებით, არჩევნებზე მოქალაქეების პრესონალური მონაცემების მასიური გამოყენება მოხდა. თეონა ჭალიძის თქმით, „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლები მოქალაქეებს ურეკავდნენ და საარჩევნო უბანზე გამოცხადებას სთხოვდნენ. ჭალიძის განცხადებით, ამ ფორმით ამომრჩეველზე ირიბი ზეწოლა ხდებოდა, რითაც მოქალაქეების თავისუფალი ნების შეზღუდვა მოხდა.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების ყველაზე დახვეწილი მეთოდი გამოიყენა. მოქალაქეების პერსონალური მონაცემების გამოყენება ასე მასიურად არცერთ არჩევნებზე არ მომხდარა. „ქართული ოცნების“ სქემა შემდეგნაირად მუშობდა. პირველი რგოლი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მუშაობდა. რეგისტრატორების უკან განთავსებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სახით, რომლებიც უშუალოდ სამაგიდო სიებიდან ახდენდნენ იმ ამომრჩეველთა რიგის ნომრების ამოწერას, რომლებიც უკვე იყვნენ არჩევნებზე. აღნიშნული ნომრები გადაეცემოდა მეორე რგოლს, ანუ საარჩევნო უბნის გარეთ მდგომ ოცნების უბნის კოორდინატორებს, რომლებიც წინასწარ გამზადებულ ცხრილში აღნიშნავდნენ მოსულ ამომრჩეველს და გადასცემდენენ მესამე რგოლს, ოცნების ცენტრალურ შტაბს, საიდანაც ხდებოდა იდენტიფიცირება იმ ამომრჩევლებისა, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ გამოცხადებულნი საარჩევნო უბნებზე. ჩვენი ინფორმაციით, მათ თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ მონაცემთა ბაზებთან წვდომა ქონდათ. სწორედ ამ ბაზებში დაფიქსირებული ტელეფონის ნომრებით ხდებოდა მათთან დაკავშირება შემდეგი ტექსტებით- „კახი კალაძის შტაბიდან გირეკავთ, გთხოვთ გამოცხადდეთ საარჩევნო უბანზე“. მიმართვა სახელობით ხდებოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ხდებოდა მოქალაქეებზე ირიბი ზეწოლა და თავისუფალი ნების შეზღუდვა. ის რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ბაზებთან წვდომა ქონდა ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, რაც კანონდარღვევაა“- განაცხადა თეონა ჭალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42