ერთი საათის წინ მტკვარში ჩავადნილი მამაკაცი ცოცხალია. მისი ამოყვანის სამაშველო ოპერაცია ნახევარ საათს გრძელდებოდა. იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.
თვითმხილველის განცხადებით, რომელმაც სამაშველო სამსახური გამოიძახა, მამაკაცი მათ მიუახლოვდა, სიგარეტი მოსთხოვა, ჯებირზე დადგა და შემდეგ მტკვარში გადახტა.
შსს-ს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, რესტორან ,,თავადურის " მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი გადავარდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. შსს-ს მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მამაკაცის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






