ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა უკრაინის უმაღლეს რადაში მეექვსე პლენარულ სესაის გამართავს
პოლიტიკა - 10:36, 29 Oct, 2017     864

29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, კიევში, უკრიანის უმაღლეს რადაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეა მეექვსე პლენარულ სესიას გამართავს. სესიის ფარგლებში ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას.

2017 წელს ასამბლეამ შეიმუშავა რეზოლუციის პროექტები ისეთი მნიშვნელობის თემებზე როგორიცაა:

· ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მედიის თავისუფლების მდგომარეობა

· ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდობის უმუშევრობის შემცირება

· 2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმების განხორცილება ენერგო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

· შრომის ბაზარზე ქალთა დასაქმების მდგომარეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

ასამბლეა 24 ნოემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებითაც იმსჯელებს და პარტნიორების ინტერესებისა და მოლოდინების გათვალისწინებით, სამიტის საყურადღებოდ, განცხადებას შეიმუშავებს. მიმდინარე წელს ასამბლეის ფარგლებში შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფი აღმოსავლეთ პარტნიორების სამი ასოცირებული ქვეყნის შემადგენლობით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების თემაზე, რომელიც პირველ სხდომას უკრაინის სესიის ფარგლებში გამართვას და თანათავმჯდომარეებს აირჩევს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტი, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისსაპარლამენტო დელეგაციებისაგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსის მონაწილეობა დროებითშეჩერებულია). შედგება საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში 10 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრია. ასამბლეის ინაუგურაცია 2011 წლის 3 მაისს, ქ. ბრიუსელში შედგა.

ეს ფორუმი ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას საპარლამენტო კონსულტაციების დაევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობის გზით. პლენარული სესია იმართება ყოველწლიურად მონაცვლეობით ბრიუსელსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ერთ-ერთდედაქალაქში. ასამბლეა იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ევროკავშირის ინსიტუტების და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებების საყურადღებოდ;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42