რა კავშირი აქვს „სითი ინსტიტუტს“ მცხეთის გენგეგმასთან - გაუხმაურებელი სკანდალი, გაფლანგული მილიონები და იუნესკოს მიერ დაწუნებული დოკუმენტი
პოლიტიკა - 12:53, 28 Oct, 2017     791
ქალაქ მცხეთის განვითარების გეგმის შექმნა კომპანია „სალი 2011“-ს დაევალა. ამაში, ერთი შეხედვით, უცნაური არაფერია, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ „სალი 2011“ „დაბრაკული“ კომპანიაა, ანუ მან თავის დროზე დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა. ამის გამო, წესით და რიგით, პასუხი უნდა ეგო, მაგრამ სახელმწიფომ პირიქით, „დაასაჩუქრა“ და 160 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა.

იმას, რომ „სალი 2011-მა დაკისრებულ ვალდებულებებს თავი ვერ გაართვა, მცხეთის საკრებულოც ადასტურებს. კერძოდ, საკრებულოში ამბობენ, რომ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა, „იუნესკო“-მ დაიწუნა, რადგან ის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

ჩვენი მიდგომა თავიდანვე იყო, რომ პროცესი საჯარო და ღია ყოფილიყო. სამწუხაროდ სალი 2011-მა, რომელმაც კონკრეტული გეგმის შედგენა დაიწყო, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნა კონკრეტული მშენებლობა კი არა, შემოქმედებითი სამუშაოა. შემოქმედებით სამუშაოს ვინ როგორ მიუდგება, მრავალწახნაგოვანი და ღია უნდა იყოს. დახურულ სისტემაში კი აღმოჩნდა, რომ გეგმა რაღაც კონკრეტულ ხედვებს ითვალისწინებდა. იუნესკო“-ს მთავარი შენიშვნა ის გახლდათ, რომ დოკუმენტი მთავარ კითხვას - თუ რა ჭირდება ქალაქს? - არ პასუხობდა. გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც პირდაპირ უნდა მიგვითითოს ათი წლის შემდეგ, სად ვიქნებით, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ, რა არის ძეგლის დასაცავად და ქალაქის გასავითარებლად საჭირო და .. პირდაპირ თქვა იუნესკომ, რომ აღნიშნული დოკუმენტი დამაკმაყოფილებელი არაა და არც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება,“ - ამბობს მცხეთის საკრებულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ნათქვამია, შემთხვევით არაფერი ხდებაო. ამ ისტორიულ ჭეშმარიტებას ისიც ადასტურებს, რომ „სალი 2011“-ის „სტაფში“, თურმე, ის ადამიანები არიან, ვინც თბილისის გენგეგმის პროექტი შექმნეს. ისე, აქამდეც არსებობდა კულუარული ინფორაცია, რომ „სითი ინსტიტუტ-საქართველოს“ ქვეყნის ყველა დიდი ქალაქის გენგეგმის შექმნას მიანდობდნენ. კულუარებში ეჭვობენ, რომ ეს ჩვეულებრივი კორუფციული სქემაა და ვიღაც ბიუჯეტის ხარჯზე სერიოზულ ფულს შოულობს.

რაც შეეხება „სითი ინსტიტუტ საქართველოს“, როგორც ცნობილია, თბილისის გენგეგმის შექმნაზე კონკურსი 2015 წლის 21 მაისს გამოცხადდა, თუმცა ამ დროს „სითი ინსტიტუტი“ არ არსებობდა და სპეციალურად კონკურსისთვის შეიმქნა, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არსებობს ვერსია, რომ ამ კომპანიას მფარველი მთავრობაში ჰყავს და სწორედ მისი წყალობით არ მიაჩნია ცა ქუდად და დედამიწა - ქალამნად. სხვათა შორის, „სითი ინსტიტუტმა“ თბილისის გენგეგმის პროექტი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისე შექმნა, რომ არც კვლევა ჩაუტარებია და არც არგუმენტირებული გათვლა თუ დაანგარიშება წარმოუდგენია. ამ ფონზე ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა: რაში გადაუხადა თბილისის მერიამ ბიუჯეტიდან კომპანიას 2 მილიონ 800 ათასი ლარი?

ისე, ახალი საკრებულო ჯერ მუშაობას არ შესდგომია, თუმცა კულუარებში უკვე არსებობს მოსაზრება, რომ დეპუტატები „სითი ინსტიტუტის“ მიერ შედგენილ თბილისის განვითარების გენგეგმის პროექტს არ დაამტკიცებენ. უფრო მეტიც, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესებისკენ შესაძლოა, სპეციალურ სტრუქტურებსაც მოუწოდონ, ანუ საბოლოო ჯამში, გენგეგმის თემის გამო გამოკითხვაზე შესაძლოა, ნარმანია და მერიის სხვა მაღალჩინოსნები დაიბარონ. ის, რომ ნარმანიას საქმე მთლად კარგად ვერ აქვს, იქიდანაც ჩანს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ გამართლდა და ის გერმანიაში საქართველოს ელჩად არ წარადგინეს, თუმცა გენგეგმის სკანდალის კვალი, როგორც ამბობენ, შესაძლოა, უფრო მსხვილ ჩინოვნიკებამდე შეიძლება მივიდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42