ირაკლი კობახიძე გიორგი ალიბეგაშვილს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს
პოლიტიკა - 10:16, 28 Oct, 2017     1655
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი ალიბეგაშვილს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს:

„ვულოცავ ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპატიო თანამდებობაზე - ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ბატონი გიორგი უხელმძღვანელებს იმ სტრუქტურას, რომელსაც ჩვენი მშობლიური ქართული ენის დაცვა და განვითარება ეკისრება. ეს კი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ქართულ ენაზე მოსაუბრე ნებისმიერი ადამიანისთვის გამორჩეული მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, და ამავდროულად - უდიდესი პატივიც.

სახელმწიფო ენა არის ის ფუნდამენტი, რომელსაც ერის კონსოლიდაცია ეფუძნება, რომელიც გარანტია ეროვნული იდენტობის, ღირებულებების და თვითმყოფადი კულტურის დაცვისა. ქართველმა ერმა მშობლიური ენის, სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად საუკუნეების განმავლობაში, მრავალ განსაცდელს გაუძლო. ჩვენი და ყოველი მომდევნო თაობის უმთავრესი ვალია, ეს საგანძური დავიცვათ, განვავითაროთ და ყველამ ერთად ვიზრუნოთ მასზე.

ჩვენ ქართული ენის დაცვა ავიყვანეთ ქვეყნის უმთავრესი კანონის - საქართველოს კონსტიტუციის დონეზე. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ალიბეგაშვილი უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფო ენის დაცვას და იქნება ქართული ენის განვითარებაზე ზრუნვის გარანტი”- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42