სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი 25 წლისაა
პოლიტიკა - 20:37, 27 Oct, 2017     1137

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი 25 წლისაა. ორკესტრმა იუბილე არმიჰოლში კონცერტით აღნიშნა და აუდიტორიას მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები შესთავაზა.

სამხედრო მუსიკოსებს დაბადების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. მათ ქვეყნისთვის სამხედრო ორკესტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მუსიკოსებს წარმატებები უსურვეს.

25-წლიანი არსებობის მანძილზე სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ბენდები დაიმეგობრა. სპეციალურად დღევანდელი კონცერტისთვის ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის სამხედრო ორკესტრების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ და ქართველ კოლეგებთან ერთად კომპოზიციები შეასრულეს.

კონცერტის დასასრულს სამხედრო ორკესტრის შესრულებით „თბილისოს“ ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა.

კონცერტს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ჯარის მეგობრები და სამხედრო მუსიკოსების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებისთანავე შეიქმნა. დღეს ორკესტრში 67 მუსიკოსი უკრავს, მათ შორის 3 ქალბატონია. თავდაპირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრის რეპერტუარში სახელმწიფო ჰიმნები, სამხედრო მარშები და სამგლოვიარო მუსიკალური ნაწარმოებები შედიოდა. ბოლო პერიოდში ორკესტრმა რეპერტუარი გაზარდა და დღეს მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორების კლასიკურ და თანამედროვე ნაწარმოებებსაც ასრულებს. სამხედრო ორკესტრი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, არაერთ საკონცერტო გამოსვლასა და ფესტივალში მონაწილეობს, მათ შორისაა: ფესტივალი „ART-გენი“, კონცერტები საქართველოს მასშტაბით მსოფლიოში აღიარებულ პიანისტებთან ლექსო თორაძესა და ედიშერ სავიცკისთან ერთად, სამხედრო მუსიკის ფესტივალი რიგაში, სამხედრო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალები, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ბათუმში, სამხედრო ორკესტრების ფესტივალი ომანის სასულთნოს დედაქალაქ მასკატში.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42