სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს მიმართავს
პოლიტიკა - 17:20, 27 Oct, 2017     1091
2017 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრალდებულების: ბ.შ.-ს და კ.გ.-ს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის სასამართლოს მიერ სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევით განხილვასთან დაკავშირებით, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს მიმართა.

მოსამართლემ ბ.შ.-ს და კ.გ.-ს მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში არასარწმუნოდ მიიჩნია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიციელების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ და დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა აღნიშნული ფაქტი. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა არა ბ.შ.-ს და კ.გ.-ს მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტი, არამედ ხსენებული პირების ბრალდების საქმე.

არასათანადო მოპყრობის თაობაზე ბრალდებულთა განცხადების მოსამართლის მიერ არასარწმუნოდ შეფასება, მოცემულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების გარეშე და მტკიცებულებათა მოპოვების არარსებობის პირობებში, სერიოზული საფრთხის შემცველია არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. სასამართლოს ამგვარი დასკვნა შეიძლება მასტიმულირებელი ეფექტის მქონე იყოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის სწრაფი, ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების/ჩატარების ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის. საერთო სასამართლოების მოცემული შემთხვევის მსგავსად განვითარება ეფექტიანი გამოძიების შემაფერხებელი დამატებითი უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორი აღმოჩნდება.

მოსამართლემ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულება (განიხილოს მხოლოდ ბრალდებულის ბრალდების საქმე), და იგი არ არის უფლებამოსილი დაადგინოს ბრალდებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულის ჩადენის/არჩადენის ფაქტი და მიიღოს გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული გამოძიების დაწყების/არდაწყების საკითხზე.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება სამოსამართლო ეთიკას, კერძოდ, არღვევს ჯეროვანი კეთილსინდისიერებით და სათანადო გულისხმიერებით მოვალეობის შესრულების პრინციპებს და ხელს უშლის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის და სამართლიანობის თაობაზე საზოგადოებრივი რწმენის ჩამოყალიბებას.“- აღნიშნულია ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42