„მაუწყებლობის შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 16:52, 27 Oct, 2017     584

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიცირებულ კანონპროექტს გაეცნენ. კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ევროპელ სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვების, რეკლამის განთავსების და მაუწყებლობის სახელმწიფო დაფინანსების საკითხები გააცნეს და მათი მხრიდან რეკომენდაციები და ევროპული ქვეყნების პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის ქვეყნებში აერთიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავს ორგანიზაციებს ანუ იმ მაუწყებლებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელის ანალოგიური ორგანიზაციული-სამართლებრივი ფორმა გააჩნია.

შეხვედრაზე განვიხილეთ შესაბამისი საკითხები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს, რეკლამის განთავსებას, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსებას შეეხება. ევროპელი სტუმრების მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი რეკომენდაციები, რჩევები და შეფასებები და გავეცანით იმ პრაქტიკას, რაც ევროპის მსგავს ორგანიზაციებშია დანერგილი. მსჯელობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფის წევრმა გიორგი ხატიძემ.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას გიორგი ვოლსკი, დავით მათიკაშვილი, ისკო დასენი და დავით ჭიჭინაძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42