კორუფცია და ბიუროკრატია საქართველოში - ,,აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია ნიშნავს იმას, რომ შემოვა ნაკლები ინვეტიცია, იქნება ნაკლები სამუშაო ადგილი“
პოლიტიკა - 16:20, 27 Oct, 2017     1657

კონგრესმენმა ტედ პომ და კონგრესმენმა ჯინ გრინმა 23 ოქტომბერს ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რეზოლუცია, რომელიც კვლავ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, ხაზს უსვამს და მიუთითებს ქვეყანაში, სახელისუფლო დონეზე კორუფციისა და ბიუროკრატიული არეულობის არსებობაზე.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ რეზოლუცია არის ყველაზე მკაცრი ენით დაწერილი, რაც არის დიპლომატიურ წრეებში მიღებული, საქართველოს მთავრობა თუ ამ ენას ვერ გაიგებს, ქვეყანას ეს ძვირად დაუჯდება:

„ამ ორ კონგრესმენს სამწუხაროდ ახალი არაფერი უთქვამს, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ერთი არის რესპუბლიკელი და მეორე დემოკრატი, როდესაც კეთდება განცხადება ორივე პარტიის სახელით და კონგრესის სახელით, ეს ითვლება კონსესუსად კონგრესში. არც თუ ისე ხშირად არიან რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთ პოზიციაზე, მაგრამ ამ სიტუაციაში, ჩვენდა სამწუხაროდ, თანხმდებიან.

თქვეს ის, რაც ჩვენც ვიცით, რომ ყვავის ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და ბიუროკრატია, ეს აღაშფოთებს უკვე არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც, ეს პრობლემები უკვე შეეხო ამერიკულ კომპანიებსაც. ეს რეზოლუცია ნიშნავს იმას, რომ ნაკლები ინვესტიცია შემოვა, ნაკლები სამუშაო ადგილი იქნება, ნაკლები ფული შემოვა ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი ჩვენს ჯიბეზე აისახება.

ხელისუფლების კორუფციული და ბიუროკრატიული მადა იმდენად გაიზარდა, რომ თავს უფლებას აძლევს, გაამწაროს არა მარტო ქართული, არამედ უცხოური კომპანიებიც, მათ ჰგონიათ, რომ რაც გასდით საქართველოში, გაუვათ ამერიკაშიც. ეს რეზოლუცია იმის ნიშნანია, რომ რასაც ატყუებენ საქართველოს მოსახლეობას, ამერიკაში არ გაუვათ.

ეს არის ყველაზე მკაცრი ენით დაწერილი რეზოლუცია, რომელიც დიპლომატიურ წრეებში არის მიღებული. მე ვფიქრობ, რომ ეს მთავრობა ვერც გაიგებს რა წერია აქ, ეს კი ძვირად დაუჯდება ქვეყანას. ნურავის გაუკვირდება რატომ დავარდა ლარის კურსი, პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. ამაზე უფრო დიდი განგაშის ზარი რა უნდა იყოს?“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42