კონგრესმენმა ტედ პომ და კონგრესმენმა ჯინ გრინმა 23 ოქტომბერს ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რეზოლუცია, რომელიც კვლავ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, ხაზს უსვამს და მიუთითებს ქვეყანაში, სახელისუფლო დონეზე კორუფციისა და ბიუროკრატიული არეულობის არსებობაზე. აღნიშნულს შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის რიგებში.
მმართველი გუნდის დეპუტატის გია ვოლსკის თქმით, გამონაკლის შემთხვევებში კორუფცია არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს.
„გარკვეულ ბიუროკრატიულ ბარიერებთან დაკავშირებით ჩვენც ვლაპარაკობთ. შესაბამისი დარგის მინისტრი და პრემიერმინისტრიც, რომელიც ამ სისტემაში რადიკალური ცვლილებების შემოტანას გეგმავს უახლოეს პერიოდში. რაც შეეხება სადღაც არსებულ კორუფციას, უკეთესი იქნება, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ მათ შორის ამერიკელ კონგრესმენებს და რასაკვირველია, სადღაც ოდესღაც და გამონაკლისი შემთხვევები არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ დემოკრატიებშიც არსებობს,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
მასალის გამოყენების პირობები






