სრულიად შეძრული ვარ იმ ცილისწამებით ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აღიძრა- თამაზ აქუბარდია სექსუალური შევიწოების ბრალდებას პასუხობს
სოც.მედია - 14:32, 27 Oct, 2017     13033

პედაგოგი თამაზ აქუბარდია საკუთარ Facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელიც გუშინ მის მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებას ეხმაურება.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„მე, თამაზ აქუბარდია ვარ 4 შვილის, ორი გოგოს და ორი ვაჟის მამა, დიდი ოჯახის პატრონი. მყავს ძმიშვილები, დიშვილები და დიდი სანათესაო. ცხოვრების უდიდესი ნაწილი პატივსაცემი მასწავლებელი და შემდეგ პროფესორი ვიყავი, მომავლის მშენებლობაში ამით ჩემი წვლილი შემქონდა. ჩემი სახელი და გვარი ამ საქმიანობაში, განსაკუთრებით უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, ხშირად მეხმარებოდა, უფრო ხშირად კი ხელს მიშლიდა, და არა მხოლოდ მე, მთელ ჩემ დიდ ოჯახსაც, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მათ იცნობს, არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ ჩემი ოჯახის წევრების სახელითაც და ის ხშირად მომხვდარა პოლიტიკური თამაშების ეპიცენტრში. დღესაც ასე მოხდა.ჩემი პროფესია თავისთავად გულისხმობს ახალგაზრდებთან მსჯელობას უმაღლეს ფასეულობებზე, ისეთებზე, როგორებიცაა პატრიოტიზმი, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და თავისუფლება, პროგრესი და ამ თემებზე ყოველთვის ერთად და ღიად ვმსჯელობდით. ჩემ 4 შვილს სულ მცირე ასაკიდან ვასწავლიდი თუ რა არის თავისუფლება და სად გადის ზღვარი შენსა და სხვის თავისუფლებას შორის. თუ რა მნიშვნელოვანია დაიცვა შენი ღირსება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ხმალამოღებულმა იბრძოლო სხვების ღირსებისა და უფლებების დასაცავად. მაგრამ როცა იცავ ღირსებას და ისეთ ფასეულობას როგორიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებაა, აუცილებელია ამას ასევე მაღალი მორალური ზნეობისა და ფასეულობების დახმარებით აკეთებდე და არა ბინძური პოლიტიკის მეშვეობით. არათუ ამორალური და უზნეო, არამედ ამაზრზენია მსგავსი ხერხების გამოყენება საკუთარი მიზნის ნებისმიერ ფასად მისაღწევად, ისე, როგორც ამას დღეს სჩადის „საზოგადოება“, რომელიც 24 ოქტომბერს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის გატანას და პიარ კამპანიის წარმოებას ჩემზე და ჩემ ოჯახზე თავდასხმით ცდილობს. იმიტომ რომ ჩემი გვარი ყველას ეცნობა, იმიტომ რომ ათასობით ბავშვი თუ სტუდენტი მყავს გამოზრდილი და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარს პირადად ვიცნობ. დათესო ეჭვის მარცვალი მათ გულებში, დაემუქრო ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ - მათ შვილებს, ამით მიაღწევ მიზანს, დიახ. მაგრამ ნუთუ მიზნის ამგვარად მიღწევა ამართლებს ამ მიზანს, თუნდაც ის ერთი შეხედვით სწორ ფასეულობას ემსახურებოდეს? ამტკიცებ რომ დაიცავ ვიღაცის უფლებას ამ ახალი კანონით და ფეხქვეშ თელავ სხვის უფლებებს, სახეს, სახელს, მის ოჯახს, მის ნათესაობას. არაფრად აგდებ უდანაშაულობის პრეზუმციას, მორალს და უმაღლეს ფასეულობას - ადამიანს.რა არის პოლიტიკური თამაში? საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი პრეზიდენტის, დომინიკ სტროს-კანის დადანაშაულება სექსუალურ შევიწროებაში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა მის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა აბსოლუტურად შეუძლებელი გახდა. ტყუილსა და ცილისწამებაზე აგებული ეს საქმე სტროს-კანის სასარგებლოდ დასრულდა, ის გაამართლეს, თუმცა მიზანი მიღწეულ იქნა და ის პოლიტურ კარიერას ჩამოაშორეს.

სრულიად შეძრული ვარ იმ ცილისწამებით და ცილისმწამებლური კამპანიით რომელიც ჩემი სახელის ლაფში ამოსვრით, პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ აღიძრა. ვერაფრით დავიძინე, არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ჩემი შვილებისთვის, ჩემი ძმისთვის, დისთვის, მათი შვილებისთვის, რომ ისინი ბინძური პოლიტიკის მსხვერპლნი გახდნენ და რომ ჩემი სახელის ლაფში ამოსვრა, ეს პოლიტიკური თამაში მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი და თავდასხმა, რომელსაც ვერანაირ ეთიკურ თუ მორალურ ახსნას ვერ ვუძებნი, პირდაპირ აისახება მათზე და არღვევს ასევე მათ უფლებებს, მათ კი ამ საკითხთან სრულებით არაფერი აკავშირებთ, ისინი მხოლოდ ჩემ გვარს ატარებენ. ვინ იბრძოლებს მათი უფლებების დასაცავად? ვიბრძოდი და მუდამ ვიბრძოლებ თანასწორობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, რადგან ეს ის ფასეულობებია რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს და ბინძური პოლიტიკური თამაშები, ისეთი როგრიც გუშინ ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, „სექსუალური შევიწროების“ კანონპროეტის პარლამენტის ყურამდე მიტანის მიზნით აგორდა, ძირს უთხრის ამ ფასეულობების არსებობასაც კი. მარტივია შექმნა პრეცედენტი, ითამაშო ადამიანის ემოციაზე და გაიტანო ის, რაც გინდა ნებისმიერი საშუალებით. მაგრამ თუ უფლებებს იცავ და კანონზე საუბრობ, და ამ კანონის აღსრულებისთვის უდანაშაულო ადამიანს სწირავ მსხვერპლად, მაშ რით ხარ უკეთესი იმ „დემონებზე“ რომლებსაც ებრძვი? მივესალმები და სრულიად ვემხრობი საკითხზე შსს-ს მიერ გამოძიების დაწყებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიბრძოლებ სიმართლის დასაცავად და ცილისწამების გასაქარწლებლად, ისევე როგორც მუდამ ვიბრძოდი ადამიანის უფლებების დასაცავად.“, - წერს აქუბარდია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42