„თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული“ - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 12:58, 27 Oct, 2017     991

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა:

„მინდა, ყველას მოგილოცოთ 21 ოქტომბერს ჩატარებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ვფიქრობთ, ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების კუთხით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, გამჭვირვალედ, - ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული.

მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩვენს ყველა მხარდამჭერს; ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს, ასევე - ადგილობრივ დამკვირვებლებს, არასამთავრობო სექტორს და მედიას, ასეთი კარგი გაშუქებისთვის.

ვფიქრობ, ყველამ დაინახა განსხვავება - თითოეული ახალი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში არის ნამდვილად კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდმა ჩაატარა მომავალზე, პროგრამაზე ორიენტირებული წინასაარჩევნო კამპანია და საერთოდ, ამ არჩევნების პროცესში, გაცილებით უფრო ნაკლები იყო სიძულვილის ენა, რაც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

გილოცავთ ყველას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების ასეთ დონეზე ჩატარება სათანადოდ დაფასდება ჩვენი მეგობრების მიერ, საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ეს იქნება ძალიან დიდი ქულა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42