"ცინიკურად ყველაფრის გადაბრალება მსხვერპლზე სრულიად გაუმართლებელია"- ოპოზიცია შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
პოლიტიკა - 10:59, 27 Oct, 2017     1467
დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოონენტები საპარლამენტო შსს მინისტრის პარლამენტში მოსვლას ითხოვს.


ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მტკიცებულებების სახით არსებული სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა უნდა გასაჯაროვდეს.

,,რა თქმა უნდა ადამიანის გარდაცვალება არის უდიდესი ტრაგედია და მტკიცების ტვირთი, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად აკისრია პოლიციას. შს მინისტრი, ბატონი მღებრიშვილი მას შემდეგ, რაც მინისტრია, არასდროს არ ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში ძალიან ბევრ უმწვავეს საკითზე პასუხების გასაცემად და თუ მას აქვს თავისი სიმართლე და არგუმენტები უნდა წარმოადგინოს. ეს მისი ვალდებულებაც არის. სამწუხაროდ, შს მინისტრი და სხვა მინისტრები პასუხსაც არ სცემენ უმცირესობის წერილებს და არ მოდიან პარლამენტში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა მწვავე საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად მუხთარლის საქმე, მოვა, შეასრულებს მის მოვალეობას და გასცემს კითხვებს პასუხს,’’ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი.

ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ პაატა პავლიაშვილის სიკვდილი სისტემური პრობლემის შედეგია.

„ჩვენ დავსვამთ საკითხს, რომ მოვიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა პარლამენტში და გასცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას. ცხადია, ჯოხი არ უნდა გადავტეხოთ რიგით შემსრულებლებზე. ცინიკურად ყველაფრის გადაბრალება მსხვერპლზე, არის სრულიად გაუმართლებელი,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი კი ამბობს, რომ ის, რომ პოლიციის რეპუტაცია და რეიტინგი არის დაღმავალ ტრენდზე უშუალოდ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხია.

„შს მინისტრი უნდა გამოცხადდეს პარლამენტში. მან უნდა გასცეს ყველა მწვავე შეკითხვას პასუხი, ბოდიში მოიხადოს, დაწეროს განცხადება და წავიდეს. მერე კიდევ ერთხელ მოუხადოს თითოეულ ქართველ პოლიციელს ბოდიში იმ მავნებლობისთვის, რაც მან მიაყენა ქართულ პოლიციას. მღებრიშვილის პირობებში, ქართული პოლიცია, ჩვენი საამაყო პოლიცია გახდა დეპორტირებული ქურდების სატრანზიტო სამსახური თბილისის აეროპორტიდან სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე. სამწუხაროდ, შს მინისტრის ჩართულობით პოლიცია დღეს ვერ ახდენს მასზე დაკისრებული მოვალეობის სრულად რეალიზებას. ის, რომ პოლიციის რეპუტაცია და რეიტინგი არის დაღმავალ ტრენდზე, ეს არის უშუალოდ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ღარიბაშვილი და ჭიკაიძე გაცილებით უკეთესად ართმევდნენ ამ მიმართულებით თავს

ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი, ასევე გორის გვირაბთან მომხდარი ფაქტი და უამრავი სხვა ფაქტი ცალსახა მაგალითია იმისა, რომ კრიტიკულ სიტუაციებში პოლიციას არ ყოფნის კომპეტენცია, რომ ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ინდივიდუალურ მომენტებში“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

მმართველი გუნდი კი, პატრულის მხრიდან ძალის გადამეტებას გამორიცხავს და უბედურ შემთხვევაზე საუბრობს.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ პასუხგაუცემელი კითხვები არ იქნება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება შს მინისტრის პარლამენტში დაბარების თემას, გამოძიების ეტაპზე მე ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42