„ეს არის ჩიხიდან გაკეთებული განცხადება. პრეზიდენტი არის ჩიხში. ჩვენ ამას დიდი ხანია, ვამბობდით. პრეზიდენტმა საკუთარი თავი თვითონ შეიყვანა ჩიხში. როცა ჩიხში ხარ, არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებ. ყველა ვხედავთ, რომ ასეთი განცხადებები არ არის სამართლიანი.
ქვეყნდებოდა სოციალური კვლევები, მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებული ტელევიზიებიც აქვეყნებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს. სოციალური კვლევის შედეგები დაემთხვა არჩევნების შედეგებს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, თუ იყო ერთეული შემთხვევები, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება გვქონდეს რეაგირება. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების სისტემურ გამოყენებას, არის ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






