ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, ფერმერები თხილის მოვლის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან
პოლიტიკა - 15:33, 26 Oct, 2017     889
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში თხილის მწარმოებლებს თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიები, დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები, ასევე, თხილის სექტორში არსებული ვითარება, თანადაფინანსებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფარგლებში არსებული სახელმწიფო პროგრამები და საექსპორტო პოტენციალი გააცნეს.

განსაკუთრებული ყურადღება დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მავნებელთან, აზიურ ფაროსანასთან, ბრძოლის ღონისძიებებს, მათ შორის, შესაწამლი პრეპარატების სწორად გამოყენების საკითხებს დაეთმო.

მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა, სახელმწიფოს მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ფერმერების ჩართულობის გარეშე სახელმწიფო აზიურ ფაროსანას ვერ გაანადგურებს. აუცილებელია, ფერმერებმა მავნებლის მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბები გაითვალისწინონ, ასევე გაითვალისწინონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და აქტიურად ებრძოლონ მავნებელს“, - განაცხადა რევაზ ასათიანმა.

ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია, რადგანაც აზიური ფაროსანა ახალი მავნებელია და ბრძოლის ღონისძიებებზე სრულყოფილი ცოდნაა საჭირო.

სამეგრელოს რეგიონის შემდეგ, ფერმერებთან შეხვედრები აჭარაში, გურიასა და იმერეთში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42